ჩეზარე პრანდელი: ჩემთვის დომენიკო კრიშიტოს ნაკრებში დაბრუნება იოლი იყო

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების თავკაცმა ჩეზარე პრანდელიმ "სკუადრა აძურაში" სანკტ-პეტერბურგის "ზენიტის" მცველის, დომენიკო კრიშიტოს გამოძახებაზე ისაუბრა.

კრიშიტო ეროვნულ ნაკრებს გარიგებული მატჩების ორგანიზაციაში დაეჭვების გამო ჩამოაშორეს.

"ტექნიკური მხრიდანაც და პირადადაც ეს ჩემთვის იოლი გადაწყვეტილება იყო. როდესაც გენუის პროკურატურამ მაცნობა, რომ კრიშიტოს საქმით დაკავებული აღარ იყო, მისი ნაკრებში დაბრუნების დრო დადგა. როდესაც ის მოედანზე კვლავ გამოვა, დავივიწყებთ იმის შესახებ, რაც წარსულში იყო", - თქვა პრანდელიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული