კრიშიტო ეროვნულ ნაკრებს გარიგებული მატჩების ორგანიზაციაში დაეჭვების გამო ჩამოაშორეს.
"ტექნიკური მხრიდანაც და პირადადაც ეს ჩემთვის იოლი გადაწყვეტილება იყო. როდესაც გენუის პროკურატურამ მაცნობა, რომ კრიშიტოს საქმით დაკავებული აღარ იყო, მისი ნაკრებში დაბრუნების დრო დადგა. როდესაც ის მოედანზე კვლავ გამოვა, დავივიწყებთ იმის შესახებ, რაც წარსულში იყო", - თქვა პრანდელიმ.