"მილანი" ეშლი კოულის შეძენით დაინტერესდა

AutoSharing Option
"მილანის" ხელმძღვანელობა ტაიე ტაივოს და ჯამელ მესბას წარუმატებლობის შემდეგ მარცხენა მცველის ძებნას აგრძელებს.

"როსონერის" ხელმძღვანელები ლონდონის "ჩელსის" მცველის, ეშლი კოულის შეძენის ვარიანტს განიხილავენ.

ინგლისის ნაკრების ფეხბურთელის კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება და თუ კოულმა იანვრამდე ახალი ხელშეკრულება არ გააფორმა, "მილანი" მოთამაშის თავისუფალი აგენტის სტატუსით ხელში ჩაგდებას შეძლებს.

ასევე იუწყებიან, რომ კოულის გადაბირებით "იუვენტუსი" და პსჟ არიან დაინტერესებულნი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული