სამირ ჰანდანოვიჩი "ინტერის" ლეგენდებმა შეაქეს

AutoSharing Option
გასულ ზაფხულს "ინტერის" მესვეურებმა ჟულიო სეზარი გაასხვისეს და "უდინეზედან" 26 წლის დარაჯი სამირ ჰანდანოვიჩი გადაიბირეს.

ბევრმა გაიკვირვა ასეთი ნაბიჯი, რადგან ბრაზილიელი მეკარე თავის საქმეს კარგად აკეთებდა. თუმცა გავიდა დრო და დღეს ყველა ერთხმად თანხმდება, რომ "ნერაძურის" მესვეურთა გადაწყვეტილება გამართლებული იყო.

ჯერ ერთი, ჰანდანოვიჩი ბევრად უფრო ახალგაზრდაა, ვიდრე ჟულიო სეზარი და მერე, ჯერჯერობით ფანტასტიკურად ირჯება. მილანური დერბის შემდეგ სამირი "ინტერის" ორმა ვეტერანმა გოლკიპერმა შეაქო...

ვალტერ ძენგა: "გარდა იმისა, რომ ჰანდანოვიჩი ძალიან საიმედო მეკარეა, ეფექტურად ირჯება და ქარიზმა აქვს. ჩემს სიმპათიებს სწორედ
ქარიზმატული მეკარეები იმსახურებენ და მიხარია, რომ დღეს "ინტერის" კარს სწორედ ასეთი კიპერი იცავს. ვფიქრობ, ჰანდანოვიჩი კიდევ მინიმუმ ათი წელი იქნება "ნერაძურის" მეკარე".


ჯანლუკა პალიუკა: "როდესაც ჟულიო სეზარის გასხვისება გადაწყდა, თავიდან წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ დროთა განმავლობაში აზრი შევიცვალე.

ჰანდანოვიჩის გადაბირებით "ინტერმა" წლების განმავლობაში მოაგვარა სამეკარეო საკითხი და ეს უდიდესი საქმეა. ვფიქრობ, სამირში 11 მილიონი ევროს გადახდა ნამდვილად ღირდა - ყოველთვის ვამბობდი, რომ კარგ მეკარეს კარგ თავდამსხმელზე არანაკლები ფასი უნდა ედოს".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული