ჯუზეპე მაროტა: სტევან იოვეტიჩი არ გვჭირდება

AutoSharing Option
"იუვენტუსი" მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ ასპარეზობს, მაგრამ ჯერ კიდევ არ წყდება საუბრები იმის შესახებ, რომ ტურინულ გრანდს ერთი მაღალი კლასის ფორვარდი სჭირდება.

ჟურნალისტთა ნაწილი ამტკიცებს, რომ ტურინელები ზამთრის სატრანსფერო პერიოდში სტევან იოვეტიჩის გადაბირებას შეეცდებიან, თუმცა ამ ინფორმაციას "ვეკია სენიორას" სპორტული დირექტორი ჯუზეპე მაროტა უარყოფს:

"გარწმუნებთ, რომ იოვეტიჩის გადაბირებით არ ვართ დაინტერესებულნი და საერთოდაც, შეტევას გაძლიერება ნაკლებად სჭირდება.

ზაფხულში "ვიოლას" სპორტულ დირექტორთან, დანიელე პრადესთან მართლაც მქონდა მოლაპარაკებები, მაგრამ ეს ყველაფერი ისტორიას ჩაბარდა.

იოვეტიჩის გადაბირებას ნამდვილად არ ვაპირებთ, ისევე, როგორც ედინსონ კავანის, რომელსაც
"ნაპოლი" არაფრისდიდებით არ გაყიდის".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული