რობერტ ლევანდოვსკის ტურინის "იუვენტუსი" აკვირდება

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსი" ტოპ-კლასის ფორვარდის ძებნას აგრძელებს.

ცნობილი გახდა, რომ "იუვენტუსის" სპორტული დირექტორი ჯუზეპე მაროტა 2014 წლის შესარჩევ ტურნირზე პოლონეთის ნაკრების მატჩზე დასწრებას აპირებს, რათა ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი საქმეში იხილოს.

24 წლის მოთამაშეს დორტმუნდის "ბორუსიასთან" აქვს კონტრაქტი გაფორმებული, თუმცა სხვა გუნდში გადასასვლელად უკვე მზადაა.

პოლონელ ფეხბურთელს გერმანულ კლუბთან  ხელშეკრულება 2014 წელს ეწურება.

შეგახსენებთ, რომ ტურინის "იუვენტუსის" სამიზნედ ბილბაოს "ატლეტიკის" ფორვარდ ფერნანდო ლორენტესაც ასახელებენ.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული