"მილანი" თადარიგს იჭერს - ადრიანო გალიანი პეპ გვარდიოლას შეხვდება

AutoSharing Option
იტალიურ სპორტულ პრესაში აქტიურად ვრცელდება ცნობები იმის თაობაზე, რომ "მილანის" მესვეურები პეპ გვარდიოლასთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს.

41 წლის ესპანელი სპეციალისტი ამჟამად უგუნდოდაა, ამერიკაში ისვენებს და როგორც აცხადებს, ფეხბურთში მომდევნო სეზონიდან დაბრუნდება.

"გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, მილანელთა სურვილია, რომ პეპმა "როსონერი" სწორედ ზაფხულში ჩაიბაროს და ამის შესახებ შეთანხმება აქედანვე შედგეს.

ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, ადრიანო გალიანი მალე შტატებში გაფრინდება, სადაც გვარდიოლას პირისპირ შეხვდება და მოლაპარაკებებსაც გამართავს - ითქვა ისიც, რომ შეთანხმების შემთხვევაში, გვარდიოლა წელიწადში 6 მილიონ ევროს მიიღებს.

ამ თემაზე კომენტარი ლომბარდიული გრანდის
დირექტორმა არიედო ბრაიდამ გააკეთა:

"დაინიშნება თუ არა გვარდიოლა "მილანის" თავკაცად? - დღეს ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხის გაცემა ნამდვილად შეუძლებელია.

როგორ ფიქრობთ, მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგა და სკუდეტო რომ მოვიგოთ, ალეგრის გათავისუფლების საკითხი დადგება დღის წესრიგში? - ასე რომ, დღეს რაიმე შეთანხმებაზე ლაპარაკი გამორიცხულია".


ბრაიდამ შეთანხმება გამორიცხა, მაგრამ მოლაპარაკებები არ უარუყვია, რაც დადასტურებაა იმის, რომ გალიანი გვარდიოლასთან შეხვედრას აპირებს.

ანუ, თუ მართლა ალეგრიმ მთები არ გადააბრუნა, დიდია ალბათობა, მომდევნო სეზონიდან "მილანის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ხოსეპ გვარდიოლა ვიხილოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული