"რა თქმა უნდა, "იუვენტუსი" და "ნაპოლი" მთავარი ფავორიტები არიან. ამ გუნდებს ჩემპიონატში ყველაზე ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ, გასული სეზონის ორივე ტიტული მათ დაისაკუთრეს.
"იუვენტუსის" და "ნაპოლის" მწვრთნელები სერია A-ში ერთ-ერთი საუკეთესონი არიან და ვერ ვხედავ გუნდს, რომელსაც ამ ორ კლუბთან ბრძოლა შეუძლია. ყველა დანარჩენი გუნდი მათზე ერთი საფეხურით დაბლა დგას", - თქვა კრესპომ.