რომის "ლაციო" სტეფანო მაურის ახალ კონტრაქტს უმზადებს

AutoSharing Option
იტალიური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ლაციოს" მესვეურებმა სტეფანო მაურისთან ხელშეკრულების გახანგრძლივება გადაწყვიტეს და სულ მალე, 32 წლის ნახევარმცველს ახალ პირობებსაც წარუდგენენ.

სტეფანოს კონტრაქტს მომავალ ზაფხულს გადის ვადა და რომაელთა სურვილია, რომ ის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდეს. ანუ, თუ შეთანხმება შედგა, მაური "ლაციოში" 2014 წლის ზაფხულამდე დარჩება. შეთანხმებას კი წინ პრაქტიკულად არაფერი უდგას:

"რომში თავს შესანიშნავად ვგრძნობ, აქ ბედნიერი ვარ და არავითარი სურვილი არ მაქვს, რომ სხვაგან გადავბარგდე.

მინდა, რომ კარიერა სწორედ "ლაციოში" დავასრულო და ჩემი ასაკიდან გამომდინარე, ალბათ ასეც
იქნება. შესაბამისად, ძალიან გამახარა ცნობამ იმის შესახებ, რომ კლუბის მესვეურები ჩემთვის ახალ ხელშეკრულებას ამზადებენ.

პირობები? - სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რა პირობებს შემომთავაზებენ, მაგრამ გავრისკავ და ვიტყვი, რომ ამაზე არ ვნერვიულობ. დარწმუნებული ვარ, შეთანხმების მიღწევა არ გაგვიჭირდება".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული