მაურიციო ძამპარინის არ დაეჯერება, რომ ამბობს აბელ ერნანდეს არ გავყიდიო

AutoSharing Option
იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელდა ცნობა, რომლის თანახმადაც ზამთრის სატრანსფერო პერიოდში "პალერმოს" პრეზიდენტი 22 წლის თავდამსხმელის, აბელ ერნანდესის გასხვისებას შეეცდება.

ამბობენ იმასაც, რომ ურუგვაელი ფორვარდის გადაბირება "ნაპოლის" სურს და მზადაა მასში, 10 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ეს ამბავი სიცილიელთა პრეზიდენტმა მაურიციო ძამპარინიმ კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ წამყვანი ფეხბურთელების გაყიდვას აღარ აპირებს.

იტალიელმა ჟურნალისტებმა სენიორ მაურიციოს ზაფხულში გაკეთებული კომენტარი გაახსენეს - ბოლოს, სწორედ ამ კომენტარს გავეცნოთ და დავრწმუნდებით, რამდენად სანდოა მისი კატეგორიული ტონი:

"გაოცებული ვარ, საიდან ვრცელდება ასეთი აბსურდული ინფორმაციები. არასდროს მითქვამს,
რომ პასტორეს გასხვისებას ვაპირებ და თანაც 50 მილიონ ევროდ. ეტყობა, ვიღაცის ინტერესებში შედის ამ დეზინფორმაციის გავრცელება.

სიმართლე კი რადიკალურად განსხვავებულია - 60 მილიონიც რომ მომცენ, ხავიერს არ გავყიდი, რადგან მისი თამაშისგან მიღებული სიამოვნება, შეუფასებელია.

საერთოდ, ფეხბურთისგან ფულის კეთება ჩემი საქმე არაა, სპორტის უპირველეს სახეობაში იმიტომ ვარ, რომ ძალიან მიყვარს და მინდა, ჩემი ქალაქის გუნდი მაღალი მიზნებისთვის იბრძოდეს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული