კასანო-მილიტომ როდრიგო პალასიო შეავიწროვეს

AutoSharing Option
ბოლო დროს, ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ დიდია შანსი, ზამთრის სატრანსაფერო პერიოდში 30 წლის როდრიგო პალასიო "ჯენოაში” დაბრუნდნეს.

ბრაზილიელის პოზიციები "ინტერში” შერყეულია, დღემდე გაურკვეველია, რა თვალით უყურებს მას ანდრეა სტრამაჩონი და ეს ხმებიც ამად გავრცელდა. ცეცხლზე კი ნავთი პალასიოს "ჯენოას” ბაზაზე სტუმრობამ დაასხა, რაც რა თქმა უნდა იტალიელ ჟურნალისტებს არ გამოპარვიათ.

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებას გენუური გუნდის გულშემატრკივრები აღტაცებით შეხვდნენ, თუმცა ლუიჯი დე კანიომ მათ იმედებს ცივი წყალი გადაასხა.

მოვუსმინოთ "ჯენოას” მთავარ მწვრთნელს:
"პალასიო მართლაც იყო ბაზაზე მოსული, მაგრამ ამაში განსაკუთრებულს
ვერაფერს ვხედავ. არგენტინელმა წლების განმავლობაში იასპარეზა "ჯენოაში” და აქ უამრავი მეგობარი ჰყავს.

მისი ნახვა ჩვენც ძალიან გაგვიხარდა - ბევრი ვისაუბრეთ, თუმცა გარწმუნებთ, მის შესაძლო დაბრუნებაზე ლაპარაკი არც კი ყოფილა.

როდესაც ეს ხმები გავრცელდა, სპეციალურად დავუკავშირდი და სწორედ ამ თემაზე ჩამოვუგდე სიტყვა. მისი თქმით, დღეს მხოლოდ ტრავმის ბოლომდე მოშუშებასა და "ინტერში” თავის გამოჩენაზეა კონცენტრირებული. მითხრა, რომ "ჯენოაში” დაბრუნებასა და ზოგადად გუნდის გამოცვლაზე არცკი უფიქრია.

ასე რომ, მოდით ნუ ავივსებით უსაფუძვლო ოპტიმიზმით და ჩვენ საქმეებს მივხედოთ. პალასიო "ჯენოას” ლიდერი იყო, მაგრამ მის გარეშეც შეგვიძლია მაღალი მიზნების მიღწევა”
.

იტალიელი ჟურნალისტები არ ცხრებიან და მაინც ამტკიცებენ, რომ ზამთარში პალასიოს გენუაში დაბრუნების ალბათობა საკმაოდ მაღალია.

ფაქტია, "ინტერში კასანო-მილიტოს ტანდემზე გააკეთეს აქცენტი, რამაც დიდია შანსი, პალასიოს არსებული რეალობის შეცვლისკენ უბიძგოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული