"იმაზე ფიქრი, რიმ "მილანს" სკუდეტოს მოგება შეუძლია, სიგიჟედ არ მიმაჩნია.
ჩვენ გვყავს გუნდი, რომელსაც ამ ამოცანის შესრულება შეუძლია. ყველაფერი, რაც ამისთვის საჭიროა, ორი სამი მატჩის ზედიზედ მოგებაა და კვლავ საჩემპიონო რბოლაში ჩავერთვებით.
"ინტერთან" მოსაგებად ვთამაშობდით და ძალიან სამწუხაროა, რომ სანაკრებო მატჩების გამო შესვენება სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ დაიწყო. ყველა მოთამაშეს დიდი სურვილი აქვს, რომ იმ შედეგის უსამართლობა დაამტკიცოს", - განაცხადა რობინიომ.
მომზადებულია La Gazzetta