ადრიანო გალიანი: "მილანი" არ იყიდება

AutoSharing Option
"მილანის" ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ აღნიშნა, რომ "როსონერის" პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონი კლუბის გაყიდვას არ აპირებს.

გალიანიმ ამის შესახებ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, თითქოს ბერლუსკონი "მილანის" გაყიდვას სერია A-ში წარუმატებელი სტარტის გამო აპირებს.

"დარწმუნებული ვარ, რომ გუნდის გულშემატკივრებს ნერვიულობის საბაბი არ აქვთ. მინდა ყველას შევახსენო, რომ ბერლუსკონის პრეზიდენტობით "მილანმა" 25 წლის განმავლობაში 28 ტიტული მოიპოვა.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ კლუბის გაყიდვის თაობაზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს", - თქვა გალიანიმ.

შეგახსენებთ, რომ "მილანს" იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 7 ტურის შემდეგ
8 ქულა აქვს და მე-11 ადგილს იკავებს.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული