კრისტიან ლედესმა "მილანს" ემუქრება

AutoSharing Option
სერია A-ს მომდევნო ტურში "ლაციო" "მილანს" მიიღებს და ამ მატჩის მიმართ ინტერესი აქედანვე დიდია.

"გაძეტა დელო სპორტი" "ბიანკოჩელესტეს" ნახევარმცველ კრისტიან ლედესმას გაესაუბრა, რომელიც მოახლოებულ ჯახს მოუთმენლად ელოდება.

29 წლის შუახაზელმა იტალიის ეროვნულ ნაკრებზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ჩეზარე პრანდელის მისი სამსახური კიდევ დასჭირდება:

"ჩემპიონატის სტარტზე საკმაოდ კარგად ვასპარეზობთ და დიდი იმედი მაქვს, რომ ასევე გავაგრძელებთ. "მილანთან" უმნიშვნელოვანესი მატჩი გველოდება, რომელსაც მოუთმენლად ველი. მართალია, ფეხბურთელთა ნაწილი სანაკრებო მატჩებით გადაღლილი იქნება, მაგრამ ვეცდებით, რომ ენერგია მოვიკრიბოთ და "მილანს" საუკეთესო თამაში დავუპირისპიროთ.

ვფიქრობ, სამი ქულის მოპოვება ხელგვეწიფება და ამისთვის პირველ ნომრად თამაშია საჭირო. იგივეს შეეცდება "როსონერი" და უპირატესობას ის გუნდი მოიპოვებს, რომლის ნახევარდაცვაც უკეთ აღმოჩნდება მომზადებული. ამ პასუხისმგებლობას კარგად ვაცნობიერებ და მატჩისთვის აქედანვე ვემზადები.

აქვე, მინდა იტალიის ნაკრებს მივულოცო სომხეთთან გამარჯვება და იმედი გამოვთქვა, რომ "აძურა" დანიასთანაც სამ ქულას აიღებს. იმედი მაქვს, კიდევ მომეცემა ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობის საშუალება, რადგან ეს ჩემი პრიორიტეტული მიზანია. ჩეზარე პრანდელიმ იცის, სად უნდა მომძებნოს და თუ საჭიროდ ჩათვლის, მის განკარგულებაში ვიქნები".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული