ფრანგულ კლუბს რომ უდიდესი შესაძლებლობები აქვს, ამაში უკვე დავრწმუნდით და შესაბამისად, "ჯალოროსის" გულშემატკივართა შფოთვა სრულიად გასაგებია.
ცეცხლზე ნავთი კარლო ანჩელოტიმ დაასხა, რომელმაც ღიად განაცხადა, რომ დე როსი მისთვის ყველაზე სასურველი ფეხბურთელია.
ითქვა იმის შესახებაც, რომ პარიზელები მზად არიან, 29 წლის ნახევარმცველში 35 მილიონი ევრო გადაიხადონ და რომაელებს სწორედ ამ წინადადებით მიმართავენ.
ამ თემაზე კომენტარი "ჯალოროსის" პრეზიდენტმა ჯეიმს პალოტამ გააკეთა,
ცნობისთვის, დი ბენედეტოს მსგავსად, პალოტაც იტალიური წარმოშობის ამერიკელია და ოკეანის გაღმა სწორედ ტომასსთან ერთად მოღვაწეობდა:
"დანიელე დე როსი გუნდის ლიდერია და მასთან განშორება ჩვენს გეგმებში არ შედის.
ვერ გეტყვით რის შემოთავაზებას აპირებენ პარიზელები, მაგრამ თუ თავად ფეხბურთელი არ მოისურვებს წასვლას, ჩვენ მის გასხვისებაზე არცკი ვიფიქრებთ.
რომში იმიტომ არ ჩამოვსულვართ, რომ წამყვანი ფეხბურთელები გავყიდოთ - სულ სხვა გეგმები გვაქვს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"