იუვენტუსი-ნაპოლი: სასწორზე სამ ქულაზე მეტია

AutoSharing Option
სერია A-ს მომდევნო ტურში "იუვენტუსი" "ნაპოლის" უმასპინძლებს და ამ შეხვედრის ირგვლივ უკვე დიდი ხანია, აქტიურად მსჯელობენ.

კომენტარებიც უხვად გამოქვეყნდა როგორც ერთი, ისე მეორე ბანაკიდან. ბოლოს პრესას ნეაპოლელთა კაპიტანი, 31 წლის პაოლო კანავარო გაესაუბრა და შემდეგი განაცხადა:

"ნეაპოლელი ვარ და კარგად ვიცი, რას ნიშნავს ჩვენი გულშემატკივრებისთვის "იუვენტუსთან" დაპირისპირება. გამომდინარე აქედან, მოახლოებულ ჯახს განსაკუთრებული მღელვარებით ველოდები.

მართალია, როგორც სხვა შეხვედრებში, აქაც სამი ქულა უნდა გავითამაშოთ, მაგრამ დამიჯერეთ, ამ შემთხვევაში სასწორზე ბევრად უფრო მეტი დევს. ტურინში გამარჯვება ჩვენთვის უდიდესი სტიმული იქნება, რადგან ამ
გუნდს ძალიან დიდი ხანია, არ წაუგია.

ვგრძნობ, რომ ჩვენ შეგვიძლია ისტორიული გამარჯვების მოპოვება, რაც საკუთარი თავის რწმენას გაგვიათმაგებს. რას დავუპირისპირებთ მეტოქეს? - ეს უფრო ვალტერ მაცარიმ იცის, რომელიც ეს დღეებია, ბაზაზეა გამოკეტილი და მატჩისთვის განსაკუთრებულად ემზადება. ჩვენ ყველას გვჯერა მისი გამჭრიახობის".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული