"ლაციო" კლაას-იან ჰუნტელაარს უმიზნებს

AutoSharing Option
იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ლაციოს" მესვეურები ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ფორვარდის გადაბირებას შეეცდებიან და კანდიდატებს აქედანვე არჩევენ.

ამბობენ, რომ რომაელთა სამიზნეში 29 წლის ჰოლანდიელი თავდამსხმელი კლაას-იან ჰუნტელაარი მოხვდაო, რომელსაც "შალკეს" მესვეურებთან ურთიერთობა დაეძაბა და გერმანულ კლუბთან ხელშეკრულებას ვერ ახანგრძლივებს.

"რაი სპორტის" მტკიცებით, რომაელები უკვე შეეხმიანნენ ჰოლანდიელს და მისგან მოლაპარაკების წამოწყებაზე თანხმობა მიიღეს.

როგორც ჩანს, "ლაციოს" მესვეურებს მიროსლავ კლოზესთვის ღირსეული პარტნიორის მოძებნა სურთ და ჰუნტელაარზეც ამად შეაჩერეს არჩევანი.

აქვე შეგახსენებთ, რომ 2009 წელს კლაას-იანი უკვე თამაშობდა იტალიაში და "მილანის" ღირსებას
იცავდა. ლომბარდიული გრანდის შემადგენლობაში 25 შეხვედრა გამართა და 7 გოლი გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული