კრისტიან აბიატიმ შესაძლოა "ლაციოსთან" მატჩი გამოტოვოს

AutoSharing Option
იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 35 წლის კრისტიან აბიატის ვირუსი შეეყარა და დიდია შანსი, სერია A-ს მომდევნო ტურის გამოტოვება მოუწიოს.

შეგახსენებთ, რომ "მილანს" "ლაციოსთან" უწევს დაპირისპირება და ეს მატჩი აქედანვე დიდ ინტერესს იწვევს. მოკლედ, "როსონერი" მთავარი მეკარის გარეშე დარჩა და თუ ვინ შეცვლის კრისტიანს, ეს მასიმილიანო ალეგრიმ უნდა გადაწყვიტოს... ალეგრიმ ამ თემაზე კომენტარიც გააკეთა:

"ვინ ჩადგება "ლაციოსთან" კარში? - ჯერ მაინც ვიტოვებ იმედს, რომ აბიატი გამოჯანმრთელდება. ამიტომ ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა გამიჭირდება. ისე, მარკო ამელიას სახით მაღალი კლასის
მეკარე გვყავს და თუ კრისტიანმა გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო, სწორედ ის დადგება კარში".

"მილანის" ექიმთა დასკვნით, აბიატის ბოლომდე გამოჯანმრთელებას რამდენიმე დღე დასჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ცუდ შემთხვევაში, ჩემპიონთა ლიგის პაექრობისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება. აქვე ვთქვათ, რომ "ლაციოსთან" ჯახის შემდეგ "მილანს" "მალაგასთან" მოუწევს ბრძოლა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული