არტურო ვიდალი: მეტოქე მუდამ შიშის ქვეშ უნდა გვყავდეს

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა "ნაპოლისთან" მომავალ მატჩზე ისაუბრა.

"ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იქნება, რადგან ორივე გუნდმა ბრწყინვალედ დაიწყო სეზონი. ახლა ვნახავთ, ვინ არის უფრო ძლიერი.

ყველა შეხვედრა უნდა მოვიგოთ, რომ რაც შეიძლება ადრე გავინაღდოთ ჩემპიონობა. მეტოქე მუდამ შიშის ქვეშ უნდა გვყავდეს და მუდამ უნდა შევუტიოთ. მხოლოდ ასე შეიძლება გამარჯვება.

რა თქმა უნდა, კავანი სახიფათო მოთამაშეა, მაგრამ ჯობია, კარგი გუნდი გყავდეს, ვიდრე ერთი ან ორი მაგარი ფეხბურთელი", - თქვა ვიდალმა.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული