სერია A. VIII ტურის წინ: ლიდერთა ტურინული ჯახი

AutoSharing Option
სერია A-ს მერვე ტურში ორი გამორჩეული შეხვედრა გველის და ორივე 20 ოქტომბერს გაიმართება.

რომში "ლაციო" "მილანს" უმასპინძლებს, ტურინში კი ერთმანეთის პირისპირ "იუვენტუსი" და "ნაპოლი" წარსდგებიან. განსაკუთრებულ ინტერესს სწორედ ტურინული მატჩი იწვევს და ჩვენც, სწორედ "იუვე"-"ნაპოლის" ჯახით დავიწყოთ...

იუვენტუსი VS ნაპოლი
ჩრდილოეთისა და სამხრეთის დაპირისპირების შესახებ ძალიან ბევრი ითქვა და ამიტომ, ამ თემას აღარ განვავრცობთ. მით უმეტეს, სათქმელი ისედაც ბევრია, რადგან ერთმანეთის პირისპირ ჩემპიონატის ლიდერები წარსდგებიან.

ორივე გუნდს თანაბარი რაოდენობის ქულა აქვს და როგირც ასეთ დროს ამბობენ, სასწორზე ექვსი ქულა დევს.
შესაბამისად, მოახლოებული ჯახისთვის ორივე ბანაკში განსაკუთრებულად ემზადებიან და ეს კომენტარებიდანაც ნათლად ჩანს.

ჯერ სწორედ კომენტარებს გავეცნოთ და შემდეგ სავარაუდო შემადგენლობებზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა...

ვალტერ მაცარი (ნაპოლის მთავარი მწვრთნელი): "უნდა ვაღიარო, რომ მიმდინარე ჩემპიონატს ორი გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს, რომელთა ჯახსაც ამ უიქენდზე ვიხილავთ. ტურინში მოსაგებად ჩავდივართ და შესაბამისად, დაცვაში ჩაჯდომას არ ვაპირებთ.

მოიგებს ის გუნდი, რომელიც უფრო თამამად, გამბედავად ითამაშებს და ცოტა ფორტუნაც გაუღიმებს. მომწონს ის შემართება, რომელიც ჩემს შეგიერდებს აქვთ და მე მჯერა მათი".

ანდრეა პირლო (იუვენტუსი): "ნეაპოლელებთან თამაში ყოველთვის რთულია, რადგან ბოლომდე იბრძვიან და არასდდროს ნებდებიან. ვალტერ მაცარის გუნდს ძალიან მობილური ნახევარდაცვა ჰყავს, რომელიც ამოსუნთქვის საშვალებას არ გაძლევს.

ვეცდებით, საკუთარი თამაში მოვახვიოთ მეტოქეს თავს და თუ ეს გამოგვივიდა, აუცილებლად გავიმარჯვებთ. მთავარია, გულშემატკივრებმა სტადიონი გაავსონ, რაც ჩვენთვის ყოველთვის დამატებითი სტიმულია".


ფაბიო კანავარო (ნაპოლის და იუვენტუსის ყოფილი ფეხბურთელი): "მოახლოებულ მატჩს დიდი ინტერესით ველოდები და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი მოლოდინი გამართლდება. "იუვენტუსში" დაუვიწყარი წლები გავატარე და ორი სკუდეტოც მოვიგე, მაგრამ ამ შემთხვევაში, "ნაპოლის’ ვგულშემატკივრობ.

გული ყოველთვის იმარჯვებს, მე კი ნეაპოლელი ვარ და ბავშვობიდან "ნაპოლის" თავგადაკლული ქომაგი ვიყავი. ამასთან, ვალტერ მაცარის გუნდში ჩემი ძმა თამაშობს, რომელსაც ყოველთვის ვგულშატკივრობ".


ტაქტიკა/შემადგენლობა
"გაძეტა დელო სპორტის" ვარაუდით, ორივე გუნდი სამი მცველით, ხუთი ნახევარმცველით და ორი თავდამსხმელით ითამაშებს.

მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ნეაპოლელებს მარეკ ჰამშიკის სახით გამოკვეთილი პლეიმეიქერი ეყოლებათ, ტურინელებს კი სამი ცენტრალური და ორიც ფლანგის ნახევარმცველი.

რთული მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ პირლო, ვიდალი და მარკიზიო ცენტრს გაამაგრებენ, ლიხტშტაინერი და ასამოა კი შესაბამისად ფლანგებს.

ნეაპოლელთა შეტევაში რომ გორან პანდევს და ედინსონ კავანის ვიხილავთ, წყალი არ გაუვა - ტურინელები კი სავარაუდოდ, სებასტიან ჯოვინკოს და ფაბიო კვალიარელას დაეყრდნობიან. ამჯერად, თადარიგში დარჩებიან ალესანდრო მატრი და მირკო ვუჩინიჩი, აღარაფერს ვამბობთ ნიკლას ბენდტნერზე.

უკანასკნელი ინფორმაციით, ტრავმის მოშუშება ვერ მოასწრო ჯანლუიჯი ბუფონმა და მის ნაცვლად, კარში მარკო სტორარი დადგება.

წინასწარი პროგნოზით, თამაში უფრო ნეაპოლელთა ნახევარზე წარიმართება, სტუმრები კი კონტრშეტევებზე ეცდებიან ხეირის ნახვას, რაც ძალიან კარგად გამოსდით. დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება და ისღა დაგვრჩენია, რომ დაველოდოთ ამ საინტერესო მატჩის დასაწყისს.

სავარაუდო შემადგენლობები
იუვენტუსი (3-5-2): სტორარი - ბარცალი, ბონუჩი, კიელინი - ლიხტშტაინერი, პირლომ ვიდალი, მარკიზიო, ასამოა - ჯოვინკო, კვალიარელა.
ნაპოლი (3-4-1-2): დე სანკტისი - კამპანიარო, კანავარო, გამბერინი - მაჯო, ინლერი, ბერამი, ცუნიგა - ჰამშიკი - პანდევი, კავანი.

ლაციო VS მილანი
ძალიან საინტერესო მატჩი გაიმართება რომშიც, სადაც ერთმანეთის პირისპირ "ლაციო" და "მილანი" წარსდგებიან.

"როსონერის" უკან დასახევი გზა არ აქვს და დედაქალაქში მხოლოდ სამი ქულის ასაღებად ჩადის, მაგრამ რომაელებიც მხოლოდ მოგებას გეგმავენ და წესით, ძალიან შემტევი და საინტერესო ფეხბურთი უნდა გაჩაღდეს. "მილანის" კიდევ ერთი წაფორხილება ნამდვილად კატასტროფა იქნება, რადგან ლომბარდიული გრანდი შესაძლია გასავარდნ ზონას მიუახლოვდეს...

ეს ამბავი მოახლოებულ ჯახს მეტ ინტრიგას სძენს, რადგან "როსონერის" კრიზისი იტალიურ საფეხბურთო წრეებში ყველაზე აქტუალური საკითხია. ამ კრიზისს შესაძლოა მასიმილიანო ალეგრის პოსტიც შეეწიროს და სწორედ მას გადეავცეთ სიტყვა...

მასიმილიანო ალეგრი (მილანის მთავარი მწვრთნელი): "ძალიან საინტერესო მატჩი იქნება, რომელშიც აუცილებლად სამი ქულა უნდა ავიღოთ. მეტოქე სერიოზული გვყავს, მაგრამ თუ საუკეთესო თვისებებს გამოვავლენთ, სამი ქულა ჩვენ დაგვრჩება. შემადგენლობაზე ჯერ კიდევ ვფიქრობ, რადგან ეროვნული ნაკრებებიდან მოთამაშეები არც თუ სახარბიელო კონდიციაში დაგვიბრუნდნენ.

იმედი მაქვს, თამაშამდე დასვენებას და ძალების აღდგენას მოასწრებენ. თუმცა, კარგად მესმის, რომ მეტოქეც დაახლოებით ანალოგიურ ვითარებაშია და ამ მხრივ, სრული ბალანსია. ითამაშებს თუ არა ალეშანდრე პატო? - განაცხადში ნამდვილად იქნება, დანარჩენს კი მოგვიანებ გადავწყვეტ".


ვლადიმირ პეტკოვიჩი (ლაციოს მთავარი მწვრთნელი): "ბევრი თვლის, რომ ამ შეხვედრაში ფავორიტები ვართ, რადგან "მილანი" კრიზისშია და ქულების აღება უჭირს.

თუმცა, ყველას ავიწყდება, რომ "მილანის" დარი გუნდი სულ ვერ იქნება ასეთ ვითარებაში და რაც უფრო დიდი ხანია კრიზისში, მით უფრო სახიფათოა მასთან თამაში.

დარწმუნებული ვარ, მეტოქე საუკეთესო თამაშს აჩვენებს და თუ გვინდა, რომ სასურველ მიზანს მივაღწიოთ, შესაძლებლობები სრულად უნდა წარმოვაჩინოთ. თუ საკუთარ ნახევარზე გავმაგრდებით, აუცილებლად დავისჯებით... ბურთი ჩვენ უნდა გვქონდეს, ეს ჩემი მთავარი მოთხოვნაა".


სავარაუდო შემადგენლობები

ლაციო (4-5-1): მარკეტი - კონკო, ბიავა, დიასი, ლულიჩი - კანდრევა, გონსალესი, ლედესმა, ერნანესი, მაური - კლოზე.
მილანი (4-2-3-1): ამელია - აბატე, ბონერა, იეპესი, დე შილიო - დე იონგი, მონტოლივო - ემანუელსონი, ბოატენგი, ელ შაარავი - ბოიანი.

სერია A. VIII ტურ
20 ოქტომბერი
იუვენტუსი-ნაპოლი 20.00
ტრავმა: პეპე, ბუფონი - ბრიტოსი.

ბოლო 6 მატჩი
+5=1-0 +5=1-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 29 თამაში: +14=8-7, (44-33)

ლაციო-მილანი 22.45
დისკვალიფიკაცია: სკული - ამბროზინი.
ტრავმა: შტრასერი, დიდაკ ვილა, მუნტარი, მესბა, რობინიო, აბიატი (მილანი).

ბოლო 6 მატჩი
+4=0-2 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 41 თამაში: +5=17-19, (39-59)

21 ოქტომბერი

კალიარი-ბოლონია 14.30
დისკვალიფიკაცია: პორტანოვა (ბოლონია).
ტრავმა: პერესი, კურჩი, სტოიანოვიჩი, ნატალი (ბოლონია).

ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 17 თამაში: +6=5-6, (21-20)

ატალანტა-სიენა 17.00
დისკვალიფიკაცია: ზე ედუარდო, ლარონდო, ვიტიელო, ტერცი, ბელმონტე (სიენა).
ტრავმა: ფერი, რადოვანოვიჩი, ფერეირა პინტუ, კაპელი, ბიონდინი, ბელინი - კამპანიოლო, მარტინესი, ბოგდანი.

ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 15 თამაში: +5=6-4, (21-14)

კიევო-ფიორენტინა 17.00
ტრავმა: რიგონი, სკუიცი, პალოსკი, სარდო, პაპი - აკვილანი, კამპორეზე, ლიამა.

ბოლო 6 მატჩი
+1=0-5 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 17 თამაში: +5=1-11, (16-23)

ინტერი-კატანია 17.00
დისკვალიფიკაცია: ნაგატომო (ინტერი).
ტრავმა: სტანკოვიჩი, მარიგა, მბია, სნეიდერი, კივუ - კეკო, ტერაჩანო, აუგუსტინი, შაკა, ბელუში.

ბოლო 6 მატჩი
+4=0-2 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 12 თამაში: +9=1-2, (26-14)

პალერმო-ტორინო 17.00
დისკვალიფიკაცია: დარმიანი (ტორინო).
ტრავმა: მილანოვიჩი, მანტოვანი, ერნანდესი - დიოპი, სუჩი, სანტანა.

ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 8 თამაში: +3=2-3, (9-8)

პარმა-სამპდორია 17.00
დისკვალიფიკაცია: ლუკარელი, ბენალოუანე - გასტალდელო, და კოშტა.
ტრავმა: სანტაკროჩე, პალადინო - პოცი, პოლი, ობიანგი.

ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 26 თამაში: +11=7-8, (33-34)

უდინეზე-პესკარა 17.00
ტრავმა: ფარაონი, მურიელი, ბასტა, ბადუ - საველონი, კრეშენცი, კოლუჩი, ტერლიცი, კოსიჩი, ბალცანო.

ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 0 თამაში: +0=0-0, (0-0)

ჯენოა-რომა 22.45
დისკვალიფიკაცია: გუბერტი (რომა).
ტრავმა: როსი, ფერონეტი - ლობონტი.

ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 14 თამაში: +6=1-7, (19-24)

სატურნირო ცხრილი
გუნდი
1. იუვენტუსი 7 6 1 0 17-4 19
2. ნაპოლი 7 6 1 0 14-3 19
3. ლაციო 7 5 0 2 12-6 15
4. ინტერი 7 5 0 2 11-6 15
5. რომა 7 3 2 2 14-11 11
6. ფიორენტინა 7 3 2 2 8-6 11
7. კატანია 7 3 2 2 9-11 11
8. სამპდორი 7 3 2 2 9-8 10
9. ჯენოა 7 2 3 2 8-8 9
10. ტორინო 7 2 3 2 9-5 8
11. მილანი 7 2 1 4 7-7 7
12. ბოლონია 7 2 1 4 9-10 7
13. პესკარა 7 2 1 4 6-14 7
14. უდინეზე 7 1 3 3 7-11 6
15. პარმა 7 1 3 3 6-10 6
16. კიევო 7 2 0 5 6-14 6
17. პალერმო 7 1 2 4 6-11 5
18. ატალანტა 7 2 1 4 5-11 5
19. კალიარი 7 1 2 4 4-11 5
20. სიენა 7 2 2 3 8-8 2

შენიშვნა: სიენა - 6 ქულა, ატალანტა - 2, სამპდორია - 1, ტორინო - 1.

ბომბარდირები

6 - კავანი (ნაპოლი); 5 - ჯილარდინო (ბოლონია), იოვეტიჩი (ფიორენტინა), კლოზე (ლაციო); 4 - ერნანესი (ლაციო), ელ შაარავი (მილანი), ბიანკი (ტორინო), კასანო (ინტერი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული