მასიმილიანო ალეგრი: შესაძლოა "მილანი" გასავარდნ ზონაში აღმოჩნდეს

AutoSharing Option
"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმლიანო ალეგრიმ რომის "ლაციოსთან" წაგებულ შეხვედრაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ "როსონერი" რომში ანგარიშით 3:2 დამარცხდა (იხილეთ ვიდეო).

"ვცდილობდით მატჩის მიმდინარეობა გვეკონტროლებინა და თავისუფალი ზონები არ გაგვეხსნა. სახიფათო მომენტებიც შევქმენით, მაგრამ "ლაციოს" ფეხბურთელებმა გააკეთეს ის, რაც ყველაზე კარგად იციან.

მწვრთნელი მუდმივად ზეწოლის ქვეშაა, მაგრამ ამ ეტაპზე ამაზე არ უნდა ვიფიქროთ. სატურნირო ცხრილში მდგომარეობა უნდა გავიუმჯობესოთ. ქულების დაგროვება თუ არ დავიწყეთ, შესაძლოა გასავარდნ ზონაში აღმოვჩნდეთ. თავისთავადა ეს არ უნდა დავუშვათ", - თქვა ალეგრიმ.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული