დავიდ ტრეზეგე შესაძლოა "პალერმოში" გადავიდეს

AutoSharing Option
არგენტინაში გადახვეწილ, ან გნებავთ, დაბრუნებულ დავიდ ტრეზეგეს კვლავ ევროპაში სურს ასპარეზობა და მიზანთან საკმაოდ ახლოსაა. ვინც არ იცით, აქვე გამცნობთ რომ 35 წლის ფრანგი თავდამსხმელი "რივერ პლეიტის" ღირსებას იცავს და ერთობ ნაყოფიერადაც ირჯება.

არგენტინული გრანდის შემადგენლობაში 27 შეხვედრა აქვს გამართული და 14 გოლი გატანილი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, დავიდს ევროპაში სურს დაბრუნება და დიდია შანსი, იანვრის სატრანსფერო პერიოდში "პალერმოში" აღმოჩნდეს.

ამ საკითხზე კომენტარი ვეტერანი ფრანგის პირადმა აგენტმა ანტონიო კალიენდომ გააკეთა:

"უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დავიდ ტრეზეგე კარიერას ევროპაში გააგრძელებს. თავად
ფეხბურთელს სწორედ ბებერ კონტინენტზე სურს დაბრუნება და მთხოვნელები რომ ბევრი იქნებიან, ეს ცხადზე უცხადესია.

უკვე გვაქვს კიდეც ერთი ძალიან საინტერესო შემოთავაზება და მოლაპარაკების პროცესიც მალე დაიწყება.

"პალერმოს" სპორტული დირექტორი, პიეტრო ლო მონაკო დამიკავშირდა და დავიდის თაობაზე ჩამომიგდო სიტყვა.

თავად ტრეზეგეს ხიბლავს სიცილიური ვარიანტი და ვნახოთ, დანარჩენი უკვე მოლაპარაკებაზეა დამოკიდებული".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული