"რომას" ფედერიკო ბალცარეტი დაუშავდა

AutoSharing Option
იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "რომას" ერთ-ერთი ვარჯიშისას ფედერიკო ბალცარეტი დაშავდა და წვრთნის ნაადრევად დატოვება მოუხდა.

ექიმთა პირველადი დასკვნით, ტრავმა მსუბუქია, მაგრამ საბოლოო პასუხი მაინც დეტალური გამოკვლევის შემდეგ გვეცოდინება. ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა 30 წლის უკანახაზელი სერია A-ს მომდევნო პაექრობაში მონაწილეობის მიღებას...

"რომას" "უდინეზესთან" უწევს გასვლითი მატჩი და ზდენეკ ზემანი საგონებელშია ჩავარდნილი. ბალცარეტის გარდა, ტრავმირებულია დოდიც, კიდევ ერთი მარცხენა მცველი.

მოკლედ, დიდია შანსი, ფრიულელებთან დაცვის მარცხენა ფრთაზე როდრიგო ტადეი ვიხილოთ, რომელიც ნომინალური ნახევარმცველია და უკანა ხაზში ასპარეზობის გამოცდილება,
პრაქტიკულად, არ აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული