კერძოდ იმ წარუმატებლობაზე, რომელიც კალჩოს წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ განიცადეს. ჩემპიონთა ლიგაზე და ევროპალიგაზე ექვსმა იტალიურმა გუნდმა იასპარეზა და იქიდან მხოლოდ ერთმა გაიმარჯვა.
ის ერთი მოგებაც დიდი ვერაფერი შედეგია - "ინტერმა" საკუთარ კედლებში ბელგრადის "პარტიზანთან’ იწვალა და გამარჯვების გოლი ზედ საფინალო სასტვენის წინ გაიტანა. არადა, იქამდე შეგდება უფრო სერბებს შეეძლოთ და თავისუფლად შეიძლებოდა, რომ შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით დასრულებულიყო.
ევროპალიგაზე კიდევ სამმა აპენინურმა გუნდმა იოასპარეზა -
ამ ფონზე "ლაციოს" გასვლითი ფრე ბერძნულ "პანათინაიკოსთან", მიღწევად უნდა ჩაითვალოს. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, "მილანი" "მალაგასთან" დაიჩაგრა ესპანეთში, "იუვენტუსმა" კი გაურკვეველი დასახელების სკანდინავიურ გუნდთან მხოლოდ ქულა აიღო, ისიც იღბლის წყალობით.
მოკლედ, კალჩოს ბინადრებმა ევროარენაზე კიდევ ერთხელ შეირცხვინეს თავი და ისღა დარჩენიათ, რომ გულშემატკივრის წინაშე, ერთმანეთთან პაექრობაში მოახდინონ რეაბილიტაცია.
ალეგრის კიდევ ერთი, ბოლო შანსი
"კიდევ ერთი ბოლო შანსი" მართლაც უცნაურად ჟღერს, მაგრამ რეალობა სწორედ ასეთია. უკვე მერამდენე ტურია, მასიმილიანო ალეგრის ჟურნალისტები "ბოლო შანსს" აძლევენ, მაგრამ მის გათავისუფლებას არ დაადგა საშველი.
არადა, "მილანი" ყველაფერს აგებს, რისი წაგებაც შეიძლება და არ შეიძლება. ბოლოს, ლომბარდიელებმა "მალაგასთან" შეირცხვინეს თავი, თუმცა მწვრთნელი ჯერ ისევ თავის ადგილზეა.
"მილანი" "ჯენოას" მიიღებს, გუნდს, რომელსაც ლუიჯი დელ ნერი ჩაუდგა სათავეში. თითქოს ყველანაირი წინაპირობაა იმისთვის, რომ "როსონერიმ" ნავსი გატეხოს და სამი ქულა მოიპოვოს, მაგრამ მეორე მხრივ, ახალი ციცხის ამბავი ყველას კარგად მოგვეხსენება.
მით უმეტეს მაშინ, როდესაც საპირისპირო მხარეს ძალიან ძველი ცოცხია, რომელიც საერთოდ ვეღარ გვის.
მით უფრო საინტერესო ჩვენთვის... "გაძეტა დელო სპორტის" ვერსიით, "მილანი" 4-3-1-2 ტაქტიკით გაირჯება, შეტევის წინა ხაზზე კი სტეფან ელ შაარავის და ჯამპაოლო პაცინის ვიხილავთ.
იუვე კუნძულზე
წინა ტურში, "იუვენტუსმა" "ნაპოლის" სძლია და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ჩაუდგა სათავეში. მთავარი უკვე პოზიციების გამტკიცებაა და პიემონტელები სიცილიაზე სამი ქულის მოსაპოვებლდ ჩავლენ. თუმცა, "კატანია" საკუთარ კედლებში იოლად არაფერს თმობს და წესით, საინტერესო თამაში უნდა გაჩაღდეს.
"გაძეტას" ვერსიით, ამჯერად "ვეკია სენიორას" წინა ხაზზე სებასტიან ჯოვინკო და მირკო ვუჩინიჩი გაირჯებიან, მათ უკან კი შემდეგ ხუთეულს ვიხილავთ: შტეფან ლიხტშტაინერი, პოლ პოგბა, ანდრეა პირლო, კლაუდიო მარკიზიო, კვადვო ასამოა.
როგორც ხესავთ, პოგბა სასტარტო შემადგენლობაში მოიაზრება, რომელსაც აშკარად არტურო ვიდალის ადგილი უკავია.
ტურინული გუნდის მწვრთნელებს უყვართ როტაცია და შესაბამისად, პოგბას ძირითადში დაყენება ვიდალის თადარიგში საფუძვლიანად გადასროლას ნამდვილად არ ნიშნავს. პოლი კარგ ფორმაშია, "ნაპოლისთან" ბრწყინვალე გოლი გაიტანა და ნამდვილად იმსახურებს პერიოდულად ძირითადში მოხვედრას. დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება და დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.
სერია უნდა გაგრძელდეს
საინტერესო მატჩი გაიმართება "სტადიო დალ არაზე", სადაც "ბოლონია": "ინტერს" უმასპინძლებს. ვერ ვიტყვით, რომ მილანური გრანდი დაფრინავს, მაგრამ მთავარია, რომ თამაშებს იგებს და ქულებს აგროვებს. ანდრეა სტრამაჩონი ამბობს, რომ წარმატებული სერია უნდა გაგრძელდეს:
"ევროპალიგაზე უმნიშვნელოვანესი მატჩი მოვიგეთ და დროა, ისევ სერია A-ზე გადავერთოთ. "ბოლონია" საკუთარ კედლებში ყოველთვის კარგად თამაშობს და თუ წარმატების მიღწევა გვინდა, ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ. კალენდარი საკმაოდ რთული გვაქვს, ყოველ მესამე დღეს ვთამაშობთ, მაგრამ ეს არ გვაშინებს...
შეგირდები საკმაოდ კარგად არიან ფიზიკურად მომზადებულნი და ასეთი დატვირთვების ატანა შეუძლიათ.
არ აქვს მნიშვნელობა გარეთ ვთამაშობთ თუ სახლში, აუცილებლად შევუტევთ და ვეცდებით, მეტოქე საკუთარ ნახევარზე მივაჯაჭვოთ".
დიდი ალბათობით, შეტევის წინა ხაზზე სტრამაჩონი დიეგო მილიტოსა და ანტონიო კასანოს ტანდემს გაამწესებს, მათ უკან კი როდრიგო პალასიო გაირჯება.
ეს უკანასკნელი სწორედ სტრამაჩონიმ დაწია უკან და კლასიკური თავდამსხმელი გამთამაშებლად აქცია. სანამ ვესლი სნეიდერი დაშავებულია, ასეც იქნება, შემდეგ კი ვნახოთ...
ჩავარდნა თუ ლოკალური წარუმატებლობა?
"ნაპოლიმ" ზედიზედ ორი მატჩი წააგო: ჯერ ტურინში "იუვენტუსთან", შემდეგ კი ევროპის ლიგის გათამაშებაში "დნიპროისთან".
რასთან გვაქვს საქმე, ლოკალურ წარუმატებლობასთან, თუ ჩარდნასთან, ან გნებავთ კრიზისთან? - თუ ვალტერ მაცარის დავუჯერებთ, ყველაფერი რიგზეა და ეს "კიევოსთან" საშინაო შეხვედრაში დამტკიცდება:
"ორი მნიშვნელოვანი მატჩი წავაგეთ, მაგრამ არა გადამწყვეტი და ეს კარგად უნდა გვესმოდეს. მთავარი ბრძოლები წინ გვაქვს, ამიტომ, ძალები უნდა მოვიკრიბოთ და კიდევ უფრო მეტად მოვინდომოთ. ვერონაში სამი ქულისთვის მივდივართ, სხვა შედეგი ჩვენთვის მიუღებელი იქნება".
ედინსონ კავანის ისევ გორან პანდევი შეუწყვილდება, მათ უკან კი მარეკ ჰამშიკი გაირჯება. "ნაპოლიმ" უნდა დაამტკიცოს რომ ბოლო ორ შეხვედრაში უბრალოდ ფეხი დაუცდა, თუმცა ვნახოთ, ყველაფერი მოედანზე გამოჩნდება.
ბონუსად...
ორ ულამაზეს ქალაქში, რომსა და ფლორენციაში ორი ძალიან საინტერესო მატჩი გაიმართება: "ფიორენტინა’ "ლაციოს" უმასპინძლებს, "რომა’ კი "უდინეზეს" მიიღებს. მოახლოებულ პაექრობებს ოთხივე გუნდი ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება.
მაგალითად, "რომა" ტრადიციული ტრიოთი შეუტევს ფრანჩესკო ტოტის, დანიელ პაბლო ოსვალდოსა და ერიკ ლამელას შემადგენლობით, "უდინეზე" კი ანტონიო დი ნატალეს იმედადად იქნება.
"ლაციო" შეტევის წინა ხაზზე ტრადიუციულად მიროსლავ კლოზეს დაეყრდნობა, "ფიორენტინას" მთავარი იმედი კი სტევან იოვეტიჩია. ვისი აჯობებს, ამას ყველანი ერთად ვნახავთ.
სერია A. IX ტური
27 ოქტომბერი
სიენა-პალერმო 20.00
დისკვალიფიკაცია: ლარონდო, ვიტიელო, ტერცი, ბელმონტე (სიენა).
ტრავმა: როდრიგესი, კამპანიოლო, მარტინესი, ბოგდანი, როზინა - მილანოვიჩი, ერნანდესი.
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +1=3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 20 თამაში: +9=4-7, (29-27)
მილანი-ჯენოა 22.45
დისკვალიფიკაცია: კანინი (ჯენოა).
ტრავმა: მესბა, რობინიო, აბიატი, შტრასერი, დიდაკ ვილა, მუნტარი - როსი, ანსელიმო, ფერონეტი, ვარგასი, ბორიელო, ხორკერა.
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +1=3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 14 თამაში: +8=4-2, (19-8)
28 ოქტომბერი
კატანია-იუვენტუსი 15.30
ტრავმა: კეკო, ტერაჩანო, ბელუში, აუგუსტინი, შაკა - პეპე.
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +5=1-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 12 თამაში: +1=6-5, (12-21)
ბოლონია-ინტერი 18.00
დისკვალიფიკაცია: პორტანოვა (ბოლონია).
ტრავმა: პერესი, კურჩი, სტოიანოვიჩი, ნატალი, აკვაფრესკა, ხიმენესი - სტანკოვიჩი, მარიგა, სნეიდერი, კივუ, მუდინგაი.
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +5=0-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 28 თამაში: +6=4-18, (32-53)
ფიორენტინა-ლაციო 18.00
დისკვალიფიკაცია: პისარო, რონკალია - სკული.
ტრავმა: კამპორეზე - ედერსონი, სტანკევიჩუსი, რადუ, მარკეტი.
ბოლო 6 მატჩი
+2=3-1 +4=0-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 35 თამაში: +8=7-20, (32-61)
პესკარა-ატალანტა 18.00
დისკვალიფიკაცია: ბლაზი - კარმონა.
ტრავმა: კრეშენცი, საველონი - ფერი, რადოვანოვიჩი, ფერეიტა პინტუ, კაპელი, ბიონდინი, ბელინი.
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +3=0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 11 თამაში: +1=2-8, (4-20)
სამპდორია-კალიარი 18.00
დისკვალიფიკაცია: რომერო, და კოშტა (სამპდორია).
ტრავმა: ობიანგი, პოცი, კრსტიჩიჩი - კოსუ, პინილია.
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 36 თამაში: +11=13-12, (48-44)
ტორინო-პარმა 18.00
დისკვალიფიკაცია: მირანტე (პარმა).
ტრავმა: დიოპი, სუჩუ, სანტანა, ვერდი, ოგბონა - სანტაკროჩე, პალადინო, გალოპა.
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +1=3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 16 თამაში: +2=4-18, (13-31)
რომა-უდინეზე 22.45
დისკვალიფიკაცია: გუბერტი - დანილო.
ტრავმა: ბალცარეტი, ლობონტი, ტადეი - მურიელი, ბასტა, ბენეტია, პასკუალე, პინცი.
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +2=3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 40 თამაში: +18=9-13, (64-52)
ნაპოლი-კიევო 23.45
ტრავმა: მ. რიგონი, სკუიცი, პალოსკი, სარდო, პაპი (კიევო).
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 12 თამაში: +7=1-4, (18-12)
სატურნირო ცხრილი
ა | გუნდი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
1. | იუვენტუსი | 8 | 7 | 1 | 0 | 19-4 | 22 |
2. | ნაპოლი | 8 | 6 | 1 | 1 | 14-5 | 19 |
3. | ლაციო | 8 | 6 | 0 | 2 | 15-8 | 18 |
4. | ინტერი | 8 | 6 | 0 | 2 | 13-6 | 18 |
5. | რომა | 8 | 4 | 2 | 2 | 18-13 | 14 |
6. | ფიორენტინა | 8 | 3 | 3 | 2 | 9-7 | 12 |
7. | კატანია | 8 | 3 | 2 | 3 | 9-13 | 11 |
8. | სამპდორია | 8 | 3 | 2 | 3 | 10-10 | 10 |
9. | ტორინო | 8 | 2 | 4 | 2 | 9-5 | 9 |
10. | ჯენოა | 8 | 2 | 3 | 3 | 10-12 | 9 |
11. | უდინეზე | 8 | 2 | 3 | 3 | 8-11 | 9 |
12. | პარმა | 8 | 2 | 3 | 3 | 8-11 | 9 |
13. | კალიარი | 8 | 2 | 2 | 4 | 5-11 | 8 |
14. | ატალანტა | 8 | 3 | 1 | 4 | 7-12 | 8 |
15. | მილანი | 8 | 2 | 1 | 5 | 9-10 | 7 |
16. | ბოლონია | 8 | 2 | 1 | 5 | 9-11 | 7 |
17. | პესკარა | 8 | 2 | 1 | 5 | 6-15 | 7 |
18. | კიევო | 8 | 2 | 1 | 5 | 7-15 | 7 |
19. | პალერმო | 8 | 1 | 3 | 4 | 6-11 | 6 |
20. | სიენა | 8 | 2 | 2 | 4 | 9-10 | 2 |
ბომბარდირები:
6 - კავანი (ნაპოლი), კლოზე (ლაციო); 5 - ჯილარდინო (ბოლონია), იოვეტიჩი (ფიორენტინა), ერნანესი (ლაციო), ელ შაარავი (მილანი), კასანო (ინტერი), ოსვალდო (რომა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"