მასიმილიანო ალეგრი: უსაფუძვლოდ გვაკრიტიკებენ

AutoSharing Option
"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ "ჯენოასთანსთან" (1:0) მოგებულ მატჩზე ისაუბრა.

"დამსახურებულად მოვიგეთ ეს მატჩი. პრესის მხრიდან ხშირად ვისმენთ სერიოზულ კრიტიკას ჩვენს მისამართით, მაგრამ მე ის უსაფუძვლო მგონია.

"ჯენოასთან" შეხვედრა მაღალ დონეზე ჩავატარეთ, უამრავი საგოლე მომენტ შევქმენით. გარდა ამისა, არბიტრს რამდენიმე ეპიოზოდში პენალტი უნდა დაენიშნა. ეს გამარჯვება დავიმსახურეთ.

საკუთარ თავში დარწმუნებულები უნდა ვიყოთ. პირველ რიგში ეს შეტევის ხაზს ეხება. როცა გუნდს რეგულარულად გააქვს გოლები, შედეგის მიღწევა უფრო ადვილია", - თქვა ალეგრიმ.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული