ოპერაცია გუშინ ჩატარდა

AutoSharing Option

გუშინ საღამოს ჯანლუიჯი ბუფონს მილანის ერთ-ერთ კლინიკაში ზურგის ოპერაცია გაუკეთეს. შეგახსენებთ, იტალიის ნაკრებისა და ტურინის "იუვენტუსის" კიპერს ამ ტრავმამ თავი მუნდიალზე შეახსენა, სადაც ბუფონმა მხოლოდ ერთი ტაიმის ჩატარება შეძლო.

მისი მოედანზე დაბრუნების თარიღი დღეისთვის გახდება ცნობილი. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ბუფონი მიმდინარე წელს თამაშს ვეღარ შეძლებს. "იუვენტუსი" ახალი მეკარის ყიდვას არ აპირებს და შესაბამისად, ბუფონის არყოფნაში "ბებერი ქალბატონის" კარს ავსტრიელი ალექს მანინგერი დაიცავს.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული