ექიმებმა მაშინვე თქვეს, რომ 28 წლის ჰოლანდიელი ნახევარმცველი ერთ თვეში დაუბრუნდებოდა მოედანს.
შესაბამისად, "ინტერის" გულშემატკივრებს დიდი იმედი ჰქონდათ, რომ ვესლი მომდევნო უქმეებზე დაგეგმილ დიდ იტალიურ დერბიში მიიღებდა მონაწილეობას. დიახ, მიიღებდა, რადგან უკვე გადაწყვეტილია, რომ სნეიდერი "იუვენტუსის" წინააღმდეგ ვერ იასპარეზებს.
"რეაბილიტაციისთვის განკუთვნილი ერთი თვე ზუსტად მომდევნო უქმეებზე გადის და ვესლიც ნორმალურად გრძნობს თავს, მაგრამ ჩემი პირადი გადაწყვეტილებით, მას კიდევ ერთი კვირა მიეცემა დასვენების საშუალება.
ჯობია, რომ ბოლომდე
ასე რომ, ვესლი "იუვენტუსის" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს", - ამბობს "ინტერის" მთავარი მწვრთნელი ანდრეა სტრამაჩონი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"