ანდრეა სტრამაჩონი: "სამპდორიასთან" რთული მატჩი გველის

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა სტრამაჩონიმ აღიარა, რომ გენუურ კლუბს პატივს სცემს, მაგრამ მხოლოდ გამარჯებისთვის ითამაშებს.

"მიმდინარე ჩემპიონატში "სამპდორია" ბევრ შეხვედრაში კარგად თამაშობდა, თუმცა მოედანს დამარცხებულის სტატუსით ტოვებდა. ამიტომ სატურნირო ცხრილში მათმა ადგილმა არ უნდა დაგვაბნიოს.

მათ წარუმატებელი სერიის შეწყვეტა მოუნდებათ და ქულების აღებას "სან სიროზე" შეეცდებიან.

"სამპდორია" კარგი გუნდია, რომელსაც ჩვენი დამწუხრება შეუძლია, მაგრამ მატჩისთვის მოვემზადებით და ეს არ მოხდება.

ვფიქრობ, რთული შეხვედრა იქნება. ისე უნდა გავაკეთოთ, რომ "ინტერს" ყოველი თამაშის მოგება სწყუროდეს", - თქვა სტრამაჩონიმ.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული