სერია A. X ტური: სიცილიაში გადარჩენილი ქულა

AutoSharing Option
X ტურის პირველი შეხვედრა სიცილიაზე გაიმართა, სადაც "პალერმომ" "მილანს" უმასპინძლა. სხვა დროს სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი გუნდების დაპირისპირება ასეთ ინტერესს არ გამოიწვევდა, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე ორ ძალიან ამბიციურ გუნდს ეხება, რომლებიც კრიზისის დაძლევას ცდილობენ.

განსაკუთრებული ყურადღება, რა თქმა უნდა, ლომბარდიულ გრანდს ეთმობა, რომელმაც გასულ ტურში ნანატრი გამარჯვება მოიპოვა და თითქოს ნავსიც გატეხა. თუმცა, ასე მარტივად არ უნდა იყოს საქმე და ეს სიცილიურმა პაექრობამაც დაადასტურა...

შეხვედრის პირველი ტაიმი მთლიანად მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა - კუნძულელები ბევრად უფრო მწვავედ უტევდნენ და
უკანასკნელ წუთზე გატანილი გოლიც სრულიად დაიმსახურეს.

გოლის ავტორიც სწორედ ფაბრიციო მიკოლი უნდა ყოფილიყო, რომლის გაჩერებაც ლომბარდიელებს ძალიან უჭირდათ. მიკოლი არაერთხელ დაემუქრა მარკო ამელიას კარს და თამაშიდან გატანაც რამდენჯერმე შეეძლო, საბოლოოდ კი მიზანს მისივე მოპოვებული თერთმეტმეტრიანით უწია. აქვე აღვნიშნოთ, რომ პენალტი ინაციო აბატემ აიკიდა, რომელმაც ფაბრიციოს გადაცემა საჯარიმო მოედანში ხელით შეაჩერა.

მეორე ტაიმი ორი წუთის დაწყებული იყო, როდესაც ფრანკო ბრიენცამ ულამაზესი გოლი გაიტანა და სიცილიელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა.

მიკოლის არ იყოს, გოლი ბრიენცამაც დაიმსახურა - პირველ ტაიმში ძალიან აქტიური იყო და თავისი მარცხენათი არაერთხელ გაიყვანა თანაგუნდელები დასარტყმელ პოზიციაზე. აი, ამის შემდეგ კი მასიმილიანო ალეგრიმ ცვლილებებს მიმართა და თამაშში გარდატეხა შეიტანა.

პირველ რიგში, მილანელთა გამოცოცხლება ბოიან კრკიჩის დამსახურება გახლდათ, რომელმაც საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა "მილანის" შემადგენლობაში.

დიახ, ბოიანი ასეთი ეფექტური და ნაყოფიერი ჯერ არ ყოფილა - "მილანის" სწორხაზოვანი იერიშები გაამრავალფეროვნა და მეტოქე გუნდის დაცვაში დისონანსი შეიტანა.

ესპანელი ადვილად ატყუებდა ერთ ან ორ მეურვეს, რითაც თანაგუნდელებს თავისუფალ ზონებს უხსნიდა. ყველაფერმა ამან "მილანი" ფერზე მოიყვანა და შედეგად, შეხვედრის ბოლო ნახევარი საათი სტუმართა სათამაშო უპირატესობით წარიმართა.

ერთი ბურთი მილანელებმა 69-ე წუთზე გაქვითეს, როდესაც ბოიანმა ორი მეურვე ჩამოიცილა და რიკარდო მონტოლივოს დაუგორა, ამ უკანასკნელმა კი ძლიერად დაარტყა და რეკოშეტის შემდეგ ბურთი სიცილიელთა კარის ბადეში გაეხვა. გამათანაბრებელი გოლი სტეფან ელ შაარავიმ გაიტანა, რომელმაც "როსონერის" ქაოტური იერიში ზუსტი დარტყმით დაასრულა.

ცოტა მეტი დრო რომ ჰქონოდათ სტუმრებს, ალბათ, მესამე გოლსაც გაიტანდნენ, მაგრამ "მილანის" გულშემატკივართათვის ეს დიდი ვერაფერი ნუგეშია. ერთი, რომ "როსონერიმ" მორიგი ქულები დაკარგა და მეორე, გუნდის თამაშში კვლავაც უამრავი წუნია. ბოლოს მატჩისშემდგომ კომენტარებს გავეცნოთ...

მასიმილიანო ალეგრი (მილანის მთავარი მწვრთნელი): "პირველად მიმდინარე სეზონში, თამაშში გარდატეხა შევიტანეთ და ქულა გადავარჩინეთ, რაც წარმატებად შეგვიძლია მივიჩნიოთ. პირველი ტაიმი საშინლად ჩავატარეთ და დამსახურებულად ვაგებდით, მეორეში კი ვითარება რადიკალურად შეიცვალა და სულაც მოგება შეგვეძლო.

თუ მომავალში ისევე ვითამაშებთ, როგორც ბოლო ნახევარ საათში, კრიზისს ძალიან მალე დავძლევთ და სატურნირო ცხრილშიც მკვეთრად გავიუმჯობესებთ მდგომარეობას. რას ვუმიზნებთ მიმდინარე სეზონში? - ამაზე ჯერ ნამდვილად არ ვფიქრობ. მთავარია, რომ თითოეულ შეხვედრაში მოსაგებად ვიბრძოლოთ, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს".


ჯანპიერო გასპერინი (პალერმოს მთავარი მწვრთნელი): "გული მწყდება, რადგან გამარჯვებასთან ახლოს ვიყავით. პირველ ტაიმში და მეორე ნახევრის დასაწყისში აშკარად ვჯობდით მეტოქეს, შემდეგ კი რაღაც დაგვემართა და ბურთი "მილანს" გადავაბარეთ.

თუ წარმატების მიღწევა გვინდა, კონცენტრაცია მთელი მატჩის განმავლობაში უნდა შევინარჩუნოთ. თამაში დაახლოებით 95 წუთის განმავლობაში გრძელდება და არა ერთი საათი. ასე რომ, ქულების დაკარგვა საკუთარ თავს უნდა დავაბრალოთ. მოკლედ, შეგირდების თამაშით მხოლოდ ნაწილობრივ ვარ კმაყოფილი და იმედია, დაშვებულ შეცდომებს აღარ გავიმეორებთ".


ბოიან კრკიჩი (მილანი): "გაორებული შეგრძნება მაქვს, რადგან პირველი ტაიმი აშკარად ჩავაგდეთ, მეორეში კი ძალიან კარგად ვითამაშეთ.

ვფიქრობ, საკუთარი თავის უნდა ვირწმუნოთ და ყველაფერი კარგად იქნება. თუ ისევე ვითამაშებთ, როგორც მეორე ნახევარში, მიზანს აუცილებლად მივაღწევთ. მიზანი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა, რისთვისაც სამე
ულში უნდა მოვხვდეთ. ეს სავსებით რეალურია. მთავარია, არ გავტყდეთ და მომავალს ოპტიმიზმით შევხედოთ".

სერია A. X ტური
პალერმო-მილანი 2:2
გოლები: 1:0 მიკოლი (45-პენ.), 2:0 ბრიენცა (47), 2:1 მონტოლივო (69), 2:2 ელ შაარავი (80).

ატალანტა-ნაპოლი 1:0
ატალანტა (4-4-2): კონსილი - ბელინი, მანფრედინი, სტენდარდო, ბრივიო - სკელოტო (86. რაიმონდი), კაცოლა, კარმონა, ბონავენტურა - მორალესი (81. დე ლუკა), დენისი.
ნაპოლი (3-4-1-2): დე სანკტისი - გამბერინი (70. მესტო), კანავარო, კამპანიარო - მაჯო, ინლერი, ბერამი (54. ჯემაილი), დოსენა (76. ვარგასი) - ჰამშიკი - პანდევი, ინსინიე.
გოლი: 1:0 კარმონა (19).
გაფრთხილება: კარმონა, კაცოლა - დე სანკტისი, კანავარო, პანდევი.
კუთხური: 2-9; ჯარიმა: 8-11; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 8-15(1-7); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 20 000

კალიარი-სიენა 4:2
კალიარი (4-3-1-2): აგაცი - აველარი, ასტორი, როსეტინი, პიზანო - დესენა (82. კაზარინი), საუ (69. კოსუ), კონტი - ნაინგოლანი - ნენე (73. პინილია), რიბეირო.
სიენა (3-5-2): პეგოლო - ნეტო, პაჩი, ფელიპე (75. კამპოს ტორო) - ანჯელო (67. სესტუ), ვერგასოლა, ბოლცონი, ვალიანი, დელ გროსო - ბოგდანი (67. ზე ედუარდო), კალაიო.
გოლები: 1:0 ნენე (6), 2:0 ნენე (26), 3:0 საუ (28), 3:1 ბოგდანი (42), 4:1 რიბეირო (89), 4:2 კალაიო (90).
გაფრთხილება: ასტორი, კონტი - ფელიპე, ვერგასოლა.
გაძევება: ნეტო (75. სიენა).
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 11-10; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 17-6(8-4); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 5 000

კიევო-პესკარა 2:0
კიევო (4-3-3): სორენტინო - ანდრეოლი, დაინელი, დრამე, ფრეი - ჰეტემაი, ლ. რიგონი (63. სტოიანი), გუანა - ლუსიანო (84. კოფიე), პელისიერი (71. სამარასი), თერეუ.
პესკარა (4-3-2-1): პერინი - ძანონი, რომანიოლი, ბოკეტი, კოსიჩი - კოლუჩი (46. კაშონე), ბლაზი, მოდესტო - კუინტერო (80. ნიელსენი), ვეისი (62. სელიკი) - აბრუსკატო.
გოლები: 1:0 ლუსიანო (75-პენ.), 2:0 სტოიანი (76).
გაფრთხილება: ჰეტემაი - ძანონი, ბლაზი, კოლუჩი.
გაძევება: რომანიოლი (32. პესკარა).
კუთხური: 2-1; ჯარიმა: 17-15; თამაშგარე: 7-0; კარში დარტყმა: 17-4(7-3); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 10 000

ინტერი-სამპდორია 3:2
ინტერი (4-3-3): ჰანდანოვიჩი - ძანეტი, რანოკია (85. სილვესტრი), სამუელი, პერეირა (62. ნაგატომო) - გუარინი, გარგანო, მუდინგაი (46. კამბიასო) - კასანო, პალასიო, მილიტო.
სამპდორია (4-3-3): რომერო - გასტალდელო, ბერარდი (53. დე სილვესტრი), როსინი, კოსტა - პოლი (59. რენანი - 78. მაქსი ლოპესი), ტისონე, მუნარი - ედერი, ესტიგარიბია, სორიანო.
გოლები: 0:1 მუნარი (20), 1:1 მილიტო (52-პენ.), 2:1 პალასიო (68), 3:1 გუარინი (82), 3:2 ედერი (90).
გაფრთხილება: მუდინგაი - მუნარი.
გაძევება: კოსტა (52. სამპდორია).
კუთხური: 1-2; ჯარიმა: 10-14; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 15-2(5-2); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 48 000

იუვენტუსი-ბოლონია 2:1
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - კასერესი, ბონუჩი, ბარცალი - ისლა (76. ვუჩინიჩი), ჯაკერინი, პირლო, პოგბა, დე ჩელიე (73. ასამოა) - კვალიარელა (72. ჯოვინკო), ბენდტნერი.
ბოლონია (3-4-1-2): ალიარდი - ანტონსონი, სორენსენი, კერუბინი - მოტა (66. პულცეტი), პაციენცა (66. კრხინი), კონე, მორლეო - ტაიდერი - გაბიადინი, ჯილარდინო.
გოლები: 1:0 კვალიარელა (54), 1:1 ტაიდერი (71), 2:1 პოგბა (90).
გაფრთხილება: პირლო - მოტა, პაციენცა.
კუთხური: 10-5; ჯარიმა: 14-12; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 17-5(12-1); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 40 000

ლაციო-ტორინო 1:1
ლაციო (4-4-2): ბიძარი - კონკო, ბიავა, დიასი, ლულიჩი - კანდრევა (85. ბროკი), გონსალესი (58. კავანდა), ცანა, მაური - როკი (74. ფლოკარი), კლოზე.
ტორინო (4-4-2): ჟილე - დარმიანი, გლიკი, დამბროზიო, როდრიგესი - გაცი, ბრიგი, სგრინია (62. მეჯორინი), სანტანა (58. სტევანოვიჩი) - ჩერჩი (86. ბირსა), ბიანკი.
გოლები: 0:1 გლიკი (10), 1:1 მაური (57).
გაფრთხილება: ბიავა, კლოზე - როდრიგესი.
კუთხური: 4-2; ჯარიმა: 16-20; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 13-6(4-4); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 35 000

პარმა-რომა 3:2
პარმა (3-5-2): მირანტე - ძაკარდო, პალეტა, ლუკარელი - როსი, მარკიონი (60. ასკუა), პაროლო, ვალდესი, გობი - ბიაბიანი (81. სანსონე), ამაური (16. ბელფოდილი).
რომა (4-3-3): სტეკელენბურგი (46. გოიკოეჩეა) - პირისი, მარკინიოსი, კასტანი, დოდო (67. მარკინიო) - ბრედლი (67. პეროტა), დე როსი, ფლორენცი - ლამელა, ოსვალდო, ტოტი.
გოლები: 0:1 ლამელა (8), 1:1 ბელფოდილი (35), 2:1 პაროლო (37), 3:1 ძაკარდო (65), 3:2 ტოტი (71).
გაფრთხილება: ბელფოდილი - ოსვალდო.
კუთხური: 7-4; ჯარიმა: 7-23; თამაშგარე: 10-3; კარში დარტყმა: 13-10(6-7); ბურთის ფლობა: 40%-60%.
მაყურებელი: 20 000

უდინეზე-კატანია 2:2
უდინეზე (3-5-1-1): ბრკიჩი - დანილო, კოდა (68. რანეჯი), დომიცი - პერეირა, ბადუ, ლაძარი (68. ბასტა), ალანი, არმერო - მაიკოსუელი (56. სილვა მოისესი) - დი ნატალე.
კატანია (3-5-2): ანდუხარი - როლინი, სპოლი, ბელუში (46. კასტრო) - ბიაჯანტი (75. სალიფუ), ალმირონი, ისკო, ლოდი, კაპუანო - ბერგესიო, გომესი (90. დუკარა).
გოლები: 1:0 დი ნატალე (29-პენ.), 1:1 კასტრო (62), 1:2 ლოდი (86), 2:2 დი ნატალე (90).
გაფრთხილება: კოდა, დანილო - ბელუში, სპოლი, ბიაჯანტი.
კუთხური: 3-1; ჯარიმა: 15-15; თამაშგარე: 6-1; კარში დარტყმა: 14-11(6-5); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 19 000

ჯენოა-ფიორენტინა - 1 ნოემბერი (23.45)

სატურნირო ცხრილი
გუნდი
1. იუვენტუსი 10 9 1 0 22-5 28
2. ინტერი 10 8 0 2 19-9 24
3. ნაპოლი 10 7 1 2 15-6 22
4. ლაციო 10 6 1 3 16-11 19
5. ფიორენტინა 9 4 3 2 11-7 15
6. პარმა 10 4 3 3 14-14 15
7. რომა 10 4 2 4 22-19 14
8. კალიარი 10 4 2 4 10-13 14
9. უდინეზე 10 3 4 3 13-15 13
10. ატალანტა 10 4 2 4 8-12 12
11. კატანია 10 3 3 4 11-16 12
12. მილანი 10 3 2 5 12-12 11
13. ტორინო 10 2 5 3 11-9 10
14. სამპდორია 10 3 2 5 12-14 10
15. კიევო 10 3 1 6 9-16 10
16. ჯენოა 9 2 3 5 10-13 9
17. პალერმო 10 1 5 4 8-13 8
18. პესკარა 10 2 2 6 6-17 8
19. ბოლონია 10 2 1 7 11-16 7
20. სიენა 10 2 3 5 11-14 3

შენიშვნა: სიენა -6 ქულა, ატალანტა -2, სამპდორია -1, ტორინო -1.

ბომბარდირები
7 - ელ შაარავი (მილანი); 6 - კავანი (ნაპოლი), კლოზე (ლაციო), დი ნატალე (უდინეზე), ლამელა (რომა).

მომდევნო ტური

3 ნოემბერი: მილანი-კიევო, იუვენტუსი-ინტერი;
4 ნოემბერი: პესკარა-პარმა, სამპდორია-ატალანტა, სიენა-ჯენოა, ნაპოლი-ტორინო, ბოლონია-უდინეზე, კატანია-ლაციო, ფიორენტინა-კალიარი, რომა-პალერმო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული