ჩეზარე პრანდელი: ანდრეა პირლო "ოქროს ბურთს" იმსახურებს

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჩეზარე პრანდელი აპენინურ სპორტულ პრესას გაესაუბრა და კმაყოფილება გამოთქვა იმ ფაქტით, რომ "ოქროს ბურთის" ნომინანტებს შორის სამი იტალიელი ფეხბურთელი მოხვდა. აი, რა განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა:

"ძალიან გამახარა იმან, რომ წლის საუკეთესო ფეხბურთელთა პრეტენდენტებში სამი იტალიელია. ჩემი აზრით, ანდრეა პირლო, ჯანლუიჯი ბუფონი და მარიო ბალოტელი ნამდვილად იმსახურებენ ნომინანტთა შორის ყოფნას და შესაძლოა, გამარჯვებასაც კი.

ეს დიდი აღიარებაა და იმას მოწმობს, რომ იტალიურ ფეხბურთს დიდი მომავალი აქვს. ამ სამიდან რომელს აქვს გამარჯვების მეტი შანსი? - ანდრეა პირლოს, რადგან
მთელი სეზონი ბრწყინვალედ, შეუდარებლად ჩაატარა.

ჯანლუიჯი ბუფონი მთელი კარიერის გამო იმსახურებს "ოქროს ბურთს", მარიო ბალოტელის კი ყველაფერი წინ აქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან, აუცილებლად გახდება მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული