სტევან იოვეტიჩი ორი კვირა დაისვენებს

AutoSharing Option
მიმდინარე სეზონში "ფიორენტინა" შესანიშნავად ასპარეზობს, რაც დიდწილად სტევან იოვეტიჩის დამსახურებაა.

23 წლის ჩერნოგორიელ ფორვარდს უკვე ექვსი გოლი აქვს გატანილი და სამი საგოლე გადაცემა გაკეთებული.

შესაბამისად, მისი დაშავების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ფლორენციელი გულშემატკივრებისთვის შოკისმომგვრელი გამოდგა.

სტევანი "კალიარისთან" პაექრობაში დაშავდა და თავიდან იმასაც ამბობდნენ, რომ მინიმუმ სამი თვის გამოტოვება მოუწევდა. რეალობა სხვაგვარი გამოდგა და ამის შესახებ თავად ფეხბურთელი ისაუბრებს:

"შეიძლებოდა, რომ ტრავმა ბევრად სერიოზული ყოფილიყო, მაგრამ გადავრჩი. ორი კვირა მომიწევს უქმობა, რაც არასასიამოვნოა, მაგრამ თვეებს ნამდვილად ჯობია.

გამოდის, რომ "მილანთან" და "ატალანტასთან"
მატჩების გამოტოვება მომიწევს - თუმცა, ვნახოთ, შესაძლოა ბერგამოელებთან შეხვედრისთვის მოვმჯობინდე კიდეც. ვეცდები, ექიმების ყველა რჩევა გავითვალისწინო, რათა საყვარელ საქმეს რაც შეიძლება მალე დავუბრუნდე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული