მატია პერინი ზამთრის მოლოდინში

AutoSharing Option
იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მატია პერინის გადაბირებით არაერთი გუნდია დაინტერესებული - როგორც იტალიური, ასევე უცხოური.

ყველაზე ხშირად მის "რომაში" შესაძლო გადასვლაზე საუბრობენ, სადაც ზდენეკ ზემანი ახალი კიპერის ძიებაშია.

საქმე იმაშია, რომ ჩეხ სპეციალისტს დიდად არ მოსწონს მარტინ სტეკელენბურგი და ამის შესახებ ერთხელ ღიადაც განაცხადა.

აქვე ვთქვათ, რომ მატია პერინი "პესკარას" 19 წლის მეკარეა, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

ცნობისთვის, მატიას სატრანსფერო უფლებებს "ჯენოა" ფლობს და დაინტერესებულ კლუბებს სწორედ გენუელებთან მოუწევთ ურთიერთობის გარკვევა.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი ფეხბურთელის პირადმა აგენტმა მატეო
როგიმ გააკეთა:

"მატია ძალიან კარგად თამაშობს და არ მიკვირს, რომ მისით არაერთი გუნდი იჩენს ინტერესს. თუმცა კონკრეტული წინადადებით ჯერ მხოლოდ ორმა გუნდმა მოგვმართა და ორივე უცხოური გახლავთ.

დიახ, იტალიური კლუბები ჯერ არ აქტიურობენ და ვნახოთ, შეიცვლება თუ არა ამ მხრივ რამე. "რომას’ დ
აინტერესების შესახებ მსმენია; მეტიც, ეს ინფორმაცია სანდო წყაროდან მაქვს, მაგრამ ფაქტია, რომ კონტაქტზე არავინ გამოსულა.

რაც შეეხება უცხოურ ვარიანტებს, შემოთავაზებები გერმანიიდან და ინგლისიდან იყო, თუმცა გუნდების დასახელებისგან თავს შევიკავებ".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული