მაქსი ლოპესი მძიმედ დაშავდა

AutoSharing Option
"სამპდორიას" საქმეები ყოველმხრივ ცუდად მისდის - გარდა იმისა, რომ თამაშს თამაშზე აგებს, წამყვან ფეხბურთელებსაც კარგავს.

ჯერ იყო და ანდრეა პოლიმ გამოტოვა ჩემპიონატის სტარტი, გასულ უქმეებზე კი ტრავმა მაქსი ლოპესმაც მიიღო. 28 წლის ფორვარდი საკმაოდ მძიმედ დაშავდა და მინიმუმ ერთთვიანი უქმობა მოუწევს.

"გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, მაქსის სასწრაფოდ გაუკეთეს ოპერაცია და დღემდე საავადმყოფოში რჩება.

ექიმების მტკიცებით, რეაბილიტაციის პერიოდი მინიმუმ ერთ თვეს წაიღებს, რის შემდეგაც მაქსიმ ნელ-ნელა უნდა მოუმატოს დატვირთვებს. ანუ გენუური გუნდი არგენტინელი ფორვარდის იმედზე კიდევ კარგა ხანს ვერ იქნება.

ყოველდღიური
სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული