იტალია. სერია A. XII ტურის წინ: ყველა გზა "ოლიმპიკოზე" მიდის

AutoSharing Option
რომაული დერბი არა მარტო იტალიური, ევროპული მასშტაბითაც ერთ-ერთი ყველაზეც ცხელი დაპირისპირებაა, რომლის პროგნოზირებაც ურთულესი საქმეა.

საერთოდ, ცენტრალური შეხვედრები სერია A-ში გვიან საღამოს იმართება, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც "ლეგა კალჩო" სხვაგვარ გადაწყვეტილებას იღებს.

"ლაციო" და "რომა" ერთმანეთს დღისით, მზისით შეხვდებიან, რათა არეულობის და გულშემატკივართა შორის დაპირისპირების ალბათობა რაც შეიძლება მცირე იყოს.

მოკლედ, იტალიელები თავს იზღვევენ, რადგან კვირას, ერთმანეთს ორი რომაული გუნდი შეასკდება…

დერბი დელა კაპიტალე
დოსიე
სულ 170 მატჩი
რომა - 63, ფრე - 60, ლაციო - 47, ბურთები: 209-167
სერია
ა-ში 138 მატჩი
რომა - 48, ფრე - 54, ლაციო - 36, ბურთები: 168-132
ბომბარდირი: დინო და კოსტა (რომა) - 11 გოლი
ყველაზე მეტი დერბი: ფრანჩესკო ტოტი (რომა) - 28 მატჩი

სავარაუდო შემადგენლობები
ლაციო (4-5-1): მარკეტი - კონკო, ბიავა, დიასი, ლულიჩი - კანდრევა, ერნანესი, ლედესმა, გონსალესი, მაური - კლოზე.
რომა (4-3-3): გოიკოეჩეა - პირისი, მარკინიოსი, კასტანი, ბალცარეტი - დე როსი, ტაჩტიდისი, ფლორენცი - ლამელა, ოსვალდო, ტოტი.

"გაძეტა დელო სპორტის" ვერსიით, მწვრთნელები საყვარელ ტაქტიკებს არ უღალატებენ - "ლაციო" 4-5-1-ით გაირჯება, "რომა" კი 4-3-3-ს დაუპირისპირებს მეტოქეს.

როგორც ხედავთ, გუნდები ოპტიმალური შემადგენლობით ხვდებიან მოახლოებულ პაექრობას და ამ მხრივ, საწუწუნო ბევრი არაფერი აქვთ.

მართალია, "რომა" ძირითად კიპერს, მარტინ სტეკელენბურგს მოისაკლისებს, მაგრამ თუ უკანასკნელ ტენდენციებს გავითვალისწინებთ, არც ესაა განსაკუთრებული პრობლემა.

ზდენეკ ზემანს ჰოლანდიელი ისედაც მოსდის თვალში და თანაც, მისმა დუბლიორმა მაურო გოიკოეჩეამ "პალერმოსთან" შეხვედრაში ბრწყინვალედ იასპარეზა. დიახ, ურუგვაელი ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა და დღეს უკვე საკითხავია, ვის მიიჩნევს ზემანი ძირითად მეკარედ.

"ლაციოს" მიროსლავ კლოზე დაუბრუნდა, რომელიც "რომას" ერთადერთი გამოკვეთილი ფორვარდის სტატუსით დაუპირისპირდება. მის უკან ტრადიციული ხუთეული გაირჯება კანდრევას, ერნანესის, გონსალესის, ლედესმას და მაურის შემადგენლობით. "რომა" ტრიოთი შეუტევს, ფლანგებზე ერიკ ლამელა და პაბლო ოსვალდო იმოქმედებენ, ცენტრფორვარდის პოზიციაზე კი ფრანჩესკო ტოტი გაირჯება.

ფრანჩესკო ტოტი (რომა):
"ჩემი თამაში ეჭქვეშ იყო, თუმცა კუნთი აღარ მაწუხებს და დერბისთვის სრულ მზადყოფნაში ვარ. მიმდინარე სეზონში არასტაბილურად ვასპარეზობთ და ამას წერტილი უნდა დავუსვათ. თანაქალაქელის დამარცხება დიდი სტიმული იქნება საიმისოდ, რომ არსებული პრობლემები დავძლიოთ. ეჭვი არ მეპარება, რომ ზემანი ტაქტიკას არ შეცვლის - ჩვენ ისევ სამი ფორვარდით შევუტევთ, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს".

მიროსლავ კლოზე (ლაციო):
"რომაული დერბი უდავოდ ყველაზე მხურვალე დაპირისპირებაა, რომელშიც ოდესმე მითამაშია. ერთი სული მაქვს როდის დაიწყება მატჩი, რადგან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. "რომა" ძალიან ძლიერი გუნდია, რომელსაც ერთი კონკრეტული შეხვედრის ჩატარება უმაღლეს დონეზე შეუძლია. თუმცა, ჩვენ გვჯერა საკუთარი ძალის და მიზნის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ".

კონტეს ექსპერიმენტი
ბევრმა იფიქრა, რომ "ინტერთან" წაგების შემდეგ "იუვენტუსს" ჩავარდნა დაეწყებოდა, მაგრამ ამ ეტაპზე, ასეთ ვარაუდს არავითარი საფუძველი არ აქვს. ტურინელებმა მარცხი მშვიდად მიიღეს და ჩემპიონთა ლიგაზე "ნორდსიელანდს" გადაუარეს.

10 ნოემბერს, "ვეკია სენიორა" "პესკარას" დაუპირისპირდება და ბუნებრივია, რომ სამი ქულის მოპოვებას შეეცდება. "გაძეტა დელო სპორტის’ ინფორმაციით, ანტონიო კონტე ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელს დაასვენებს და საერთოდაც, "დელფინებს" ექსპერიმენტალურ შემადგებნლობას დაუპირისპირებს.

ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, ძირითადი შემადგენლობის მიღმა დარჩებიან: ანდრეა ბარცალი, ლეონარდო ბონუჩი, ანდრეა პირლო, კვადვო ასამოა და სებასტიან ჯოვინკო. შეტევის წინა ხაზზე სავარაუდოდ მირკო ვუჩინიჩი და ფაბიო კვალიარელა გაირჯებიან.

საინტერესო მატჩი შედგება "სან სიროზე", სადაც "მილანი" "ფიორენტინას" უმასპინძლებს. ლომბარდიელებმა წინა ტურში "კიევო" გაანადგურეს და აღმავლობის დასაწყისზე ალაპარაკდნენ... თუმცა, თუ ვინმეს აქვს ამ ეტაპზე პროგრესზე სასაუბრო, ეს უფრო "ფიორენტინაა", გუნდი, რომელმაც მიჯრით მოიგო შეხვედრები და ჩემპიონთა ლიგის საგზურს დაუმიზნა.

ფლორენციაში უკვე ღიად ითხოვენ სამეულში მოხვედრას, ამ გზაზე კი არც "მილანთან" მარცხი იქნება საპატიო.

"ვიოლას" მხოლოდ ორი ფეხბურთელი ჰყავს ტრავმირებული, მაგრამ იქედან ერთი ისეთია, ათს რომ უდრიდს. "მილანის’ წინააღმდეგ სტევან იოვეტიჩი ვერ ითამაშებს, რომელმაც ვერ მოასწრო ტრავმის მოშუშება.

მილანელთა ვნებანი
"მილანის" ლაზარეთში ყოველთვის მოიძებნება რამდენიმე ფეხბურთელი და ასეა ამჯერადაც. ტრავმირებულთა რიცხვს ინაციო აბატეც შეემატა, რომელსაც "მალაგასთან" თამაში მინიმუმ 2-კვირიან უქმობად დაუჯდება.

იოვეტიჩის არყოფნაში, "ფიორენტინა" ლიაიჩი-ელ ჰამდაუის ტანდემით შეუტევს, "მილანს" კი სავარაუდოდ ელ შაარავი-პატო-ბოიანის ტრიო ეყოლება.

ტური ბერგამოული შეხვედრით დასრულდება, სადაც ერთმანეთის პირისპირ ორი "ნერაძური" წარსდგება.

"ინტერმა" გამარჯვებები ევროპალიგაზეც გააგრძელა და შეეცდება, რომ სერია არც "ატალანტასთან" შეწყვიტოს. ანდრეა სტრამაჩონი შეტევის წინა ხაზზე ნაცად ტრიოს დაეყრდნობა როდრიგო პალასიოს, ანტონიო კასანოსა და დიეგო მილიტოს შემადგენლობით.

სტრამაჩონი დიდ გულზეა და მეტოქეს ემუქრება:
"ბერგამოში თამაში ყოველთვის რთულია, თუმცა ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება. უმძიმესი გრაფიკი გვაქვს, სამ დღეში ერთხელ ვთამაშობთ, მაგრამ ფეხბურთელები ფიზიკურ დატვირთვებს თავისუფლად უძლებენ. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმის, რომ ზაფხულის საწვრთნელი პროცესი კარგად წარვმართეთ. თუ ასე გავაგრძელეთ, ფორმის პიკზე ყველაზე საჭირო მომენტში გავალთ. როდის იქნება ეს მომენტი? - ამაზე ლაპარაკი ადრეა, ჯერ უახლოეს პაექრობას უნდა მივხედოთ. "ატალანტა" უნდა დამავარცხოთ, სხვა შედეგი ჩვენთვის მიუღებელია".

იტალია. სერია A. XII ტური
10 ნოემბერი
კალიარი-კატანია 21.00
ტრავმა: არიაუდო - კეკო, ტერაჩანო, აუგუსტინი, შაკა.
ბოლო 6 მატჩი
+4=0-2 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 16 თამაში: +7=2-7, (17-22)

პესკარა-იუვენტუსი 23.45
ტრავმა: კრეშენცი, საველონი, ტერლიცი, ბრუგმანი, კოლუჩი, ბლაზი - პეპე.
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +5=0-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 2 თამაში: +0=0-2, (0-3)

11 ნოემბერი
პალერმო-სამპდორია 15.30
დისკვალიფიკაცია: და კოშტა (სამპდორია).
ტრავმა: ერნანდესი, დონატი, ჩეტო, მიკოლი, მანტოვანი - ბერარდი, პოცი, კრსტიჩიჩი, მაქსი ლოპესი.
ბოლო 6 მატჩი
+1=4-1 +0=0-6
ურთიერთშეხვედრები
სულ 20 თამაში: +8=5-7, (24-20)

მილანი-ფიორენტინა 18.00
ტრავმა: მესბა, შტრასერი, დიდაკ ვილა, მუნტარი, ანტონინი, აბატე - კამპორეზე, იოვეტიჩი.
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 33 თამაში: +15=8-10, (48-38)

კიევო-უდინეზე 18.00
დისკვალიფიკაცია: დომიცი (უდინეზე).
ტრავმა: სკუიცი, პალოსკი, ცეზარი, დრამე - ბენეტია, პინცი, ბადუ, გაბრიელ სილვა, მურიელი.
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +2=3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 22 თამაში: +6=8-8, (22-24)

ჯენოა-ნაპოლი 18.00
დისკვალიფიკაცია: ბოვო (ჯენოა).
ტრავმა: ფერონეტი, ვარგასი, ბორიელო, ხორკერა - ცუნიგა.
ბოლო 6 მატჩი
+0=2-4 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 26 თამაში: +8=10-8, (34-34)

ლაციო-რომა 18.00
დისკვალიფიკაცია: სკული - გუბერტი.
ტრავმა: ედერსონი - ლობონტი, სტეკელენბურგი
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +3=0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 39 თამაში: +12=12-15, (47-56)

პარმა-სიენა 18.00
დისკვალიფიკაცია: ლარონდო, ვიტიელო, ტერცი, ბელმონტე (სიენა).
ტრავმა: სანტაკროჩე, გალოპა - მარტინესი, როდრიგესი, როზინა, ზე ედუარდო.
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 14 თამაში: +6=7-1, (19-13)

ტორინო-ბოლონია 18.00
დისკვალიფიკაცია: პორტანოვა (ბოლონია).
ტრავმა: სუჩუ, გაცი - პერესი, მორლეო, კარვალიო, აკვაფრესკა, ხიმენესი, ნატალი.
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 10 თამაში: +2=6-2, (11-13)

ატალანტა-ინტერი 23.45
ტრავმა: რადოვანოვიჩი, პერეირა პინტუ, კაპელი, ბელინი, სკოცარელა - კოუტინიო, მარიგა, სნეიდერი, კივუ, სტანკოვიჩი, ჯონათანი, რანოკია, სამუელი.
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +6=0-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 28 თამაში: +4=7-17, (26-49)

შენიშვნა: + მოგება, = ფრე, - წაგება () ბურთების სხვაობა

სატურნირო ცხრილი
გუნდი
1 იუვენტუსი
11
9
1
1
23-8 28
2 ინტერი
11
9
0
2
22-10
27
3 ნაპოლი
11
7
2
2
16-7
23
4 ფიორენტინა
11
6
3
2
16-8
21
5 ლაციო
11
6
1
4
16-15
19
6 რომა
11
5
2
4
26-20
17
7 კატანია
11
4
3
4
15-16
15
8 ატალანტა
11 5
2
4
10-13
15
9 პარმა
11
4
3
4
14-16
15
10 მილანი
11
4
2
5
17-13
14
11 უდინეზე
11
3
5
3
14-16
14
12 კალიარი
11
4
2
5
11-17
14
13 ტორინო
11
2
6
3
12-10 11
14 პესკარა
11 3 2 6 8-17 11
15 სამპდორია
11 3
2 6 13-16 10
16 კიევო
11 3 1 7 10-21 10
17 ჯენოა 11 2 3 6 10-15 9
18 ბოლონია 11 2 2 7 12-17 8
19 პალერმო 11 1 5 5 9-17 8
20 სიენა 11 3 3 5 12-14 6
შენიშვნა: სიენა -6 ქულა, ატალანტა -2, სამპდორია -1, ტორინო -1.

ბომბარდირები:
8 - ელ შაარავი (მილანი); 7 - კავანი (ნაპოლი), დი ნატალე (უდინეზე), მილიტო (ინტერი), ლამელა (რომა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული