მატია პერინი: საშინელი დაბადების დღე მქონდა

AutoSharing Option
"პესკარას" მეკარემ მატია პერინიმ ტურინის "იუვენტუსთან" (1:6) იტალიის ჩემპიონატის მე-12 ტურის მატჩზე ისაუბრა.

"ვიცოდით, რომ დიად გუნდთან უნდა გვეთამაშა, მაგრამ ამდენი გოლის გაშვებას არ ველოდი. ეს მარცხი ჩვენთვის მოტივაციის მიზეზი უნდა გახდეს, რომელიც გადარჩენისთვის ბრძოლაში დაგვეხმარება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ბუფონმა მითხრა არ მენერვიულა, მშვიდად დავრჩენილიყავი და თამაში გამეგრძელებინა. ეს საშინელი დაბადების დღე იყო, მაგრამ ბუფონთან შეხვედრამ ის ცოტა გამოასწორა", - თქვა პერინიმ.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული