იტალია. სერია A. XII ტური: რომი "არწივებმა" აიღეს

AutoSharing Option
რა კრიზისი, რის კრიზისი...
რომაულ დერბიმდე იტალიური ფეხბურთის გულშემატკივართა ყურადღება "იუვენტუსის" მორიგმა გამარჯვებამ მიიპყრო. ტურინული გრანდი "პესკარას" ესტუმრა და მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა, 6:1.

ბოლო ორ პაექრობაში "ვეკია სენიორამ" მეტოქეთა კარი 10-ჯერ აიღო და დაგვანახვა, რომ "ინტერთან" მარცხი განსაკუთრებული პრობლემების გარეშე გადაიტანა. დიახ, არავითარი კრიზისი, "იუვე" ფორმაშია და ისე ლაღად თამაშობს, როგორც არასდროს... იქნებ წაუგებელი სერია სადღაც ბოჭავდა კიდეც ტურინულ გრანდს და ეს ბარიერიც მოხსნილია? - ვნახოთ, ამასაც დრო გვიჩვენებს.

"იუვენტუსმა" საქმე პირველივე ტაიმში მოამთავრა, მეტოქეს ხუთი ბურთი მიართვა და
მხოლოდ ერთი გაუშვა - მეორეში სტუმრებმა ტემპი დააგდეს, ძალები დაზოგეს და მხოლოდ ერთი გოლი იკმარეს. ტურინელებმა ყველა გემოვნების გოლი გაიტანეს და თანაც, ერთიმეორეზე უკეთესი...

არტურო ვიდალმა სებასტიან ჯოვინკოს შესანიშნავი პასი შეირგო და მეკარისაგან მარჯვენა დაბალ კუთხეში შეაგორა ბურთი. თავად ჯოვინკომ კიდევ უკეთესი გაიტანა, რიდესაც თანაგუნდელთან ორსვლიანი კომბინაცია გაითამაშა და ბურთი ჰაერიდანვე, ერთი შეხებით გადაგზავნა მასპინძელთა კარის ჩარჩოში.

მესამე გოლი არანაკლებ ეფექტური გამოვიდა, პესკარელთა საჯარიმოში შექმნილი არეულობით კვადვო ასამოამ ისარგებლა, ვარდნაში დაუბათქუნა და კიპერი უშანსოდ დატოვა. ჰეთ თრიკი შეასრულა ფაბიო კვალიარელამ და მისი გოლებიც ეფექტური გამოვიდა, განსაკუთრებით კი, უკანასკნელი... ასამოას მსგავსად, ფაბიომაც ვარდნაში დაარტყა და ბურთი პესკარელთა კარის ბადეში მეექვსეჯერ გაახვია.

მოკლედ, ტურინელებმა გაილაღეს, შესანიშნავი ფეხბურთი გვაჩვენეს და გოლებიც ულამაზესი გაიტანეს.

"ეს იყო ჩემი პირველი ჰეთ თრიკი კარიერაში და შესაბამისად, ბურთს აუცილებლად შევინახავ. მთავარი მიზანი გამარჯვება იყო, რომელსაც მცირე გადაჭარბებით მივაღწიეთ. "ინტერთან" მარცხი ლოკალური წარუმატებლობა გამოდგა. ჩვენ დავბრუნდით კიდევ უფრო ძლიერები და კიდევ უფრო მოტივირებულები", - განაცხადა კვალიარელამ.

დერბი თავსხმაში
რომაული დერბი კოკისპირულ წვიმაში წარიმართა, რამაც თამაშს თავისი დაღი დაასვა. შეტევები ხშირად ქაოსურ ხასიათს ატარებდა და დიდად ვერც გააზრებული კომბინაციები ვიხილეთ, თუმცა მატჩი მაინც ძალიან საინტერესო გამოდგა.

ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, ხუთი გოლი ვიხილეთ, რასაც "დერბი დელა კაპიტალესთვის" დამახასიათებელი ორთაბრძოლები, ემოციები და შესაბამისად, ყვითელ-წითელი ბარათები დაემატა.

დიახ, გაძევების გარეშე არც ამ დერბიმ ჩაიარა და ამჯერადაც "რომა" დაზარალდა.

მართალია, მატჩის მიწურულს არბიტრმა "ლაციალე" სტეფანო მაურიც გააძევა, მაგრამ ამით ბევრი არაფერი შეცვლილა. სამაგიეროდ, დანიელე დე როსის 48-ე წუთზე გაგდება გახლდათ მეტად მნიშვნელოვანი, რადგან იმ წუთიდან ვლადიმირ პეტკოვიჩის შეგირდებმა გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვეს...

შედეგს ლოგიკური ეთქმის, რადგან "ლაციომ" ანგარიში ჯერ კიდევ პირველ ტაიმში წაიყვანა, როდესაც გუნდები სრული შემადგენლობით იყვნენ და თანაც, მთლიანობაში უკეთესი შთაბეჭდილება სწორედ ნომინალურმა მასპინძელმა დატოვა.

არადა, ანგარიში "რომამ" გახსნა, როდესაც კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს ერიკ ლამელამ თავი დაჰკრა და კარის ბადეში გაახვია. "ჯალოროსის" ცუდად აქვს დაცდილი ლამელას გოლი და ამჯერადაც ასე გამოვიდა - "ბიანკოჩელესტე" აქტიურად გადავიდა მეტოქის ნახევარზე და ანტრაქტამდე ორი უპასუხო გოლი შეაგდო...

ჯერ ანტონიო კანდრევამ გამოიჩინა თავი, შემდეგ კი მიროსლავ კლოზემ, რომელიც ჩვეულად შეიჭრა საჯარიმოში, ერთი შეხებით კარგად გაისწორა ბურთი და მეორეთი უზუსტესად დაარტყა.

მეორე ტაიმი ერთი წუთის დაწყებული იყო, როდესაც სტეფანო მაურიმ მესამე შეაგდო და გადაწყვიტა კიდეც მატჩის ბედი. ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ მირალემ პიანიჩმა ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა ამით ბევრი არაფერი შეცვლილა - 3:2 "ლაციოს" სასარგებლოდ.

მილანის კრიზისი და ნაპოლის დაბრუნება
"კიევოსთან" მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვება "მილანისთვის" ლოკალური წარმატება გამოდგა, ლომბარდიული გრანდი ისევ ღრმა კრიზისშია და ეს "ფიორენტინასთან" მატჩმა ნათლად გამოაჩინა.

მასიმილიანო ალეგრის გუნდმა კიდევ ერთი მეტად სუსტი პაექრობა ჩაატარა, მორიგი მარცხი იწვნია და სატურნირო ცხრილში მე-13 პოზიციაზე დაეშვა.

"მილანის" მთავარი მწვრთნელი სრულ გაუგებრობაშია - ხან ჯამპაოლო პაცინის აყენებს ძირითად შემადგენლობაში, ხან ალეშანდრე პატოს და ხანაც ბოიან კრკიჩს. რაც მთავარია, მაინცდამაინც ის ფეხბურთელები აგდებენ თამაშს, ვისზეც ალეგრი ფსონს აკეთებს.

ამჯერადაც ასე მოხდა და "ფიორენტინამ" სრულიად დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. "ვიოლამ" წარმატებული სერია გააგრძელა და სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიცია შეინარჩუნა.

ევროპის ლიგაზე "დნიპროსთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, "ნაპოლიმ" იმავე ანგარიშით "ჯენოა" დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი ქულები ჩაიწერა აქტივში.

მართალია, ნეაპოლელებს ძალიან გაუჭირდათ, მაგრამ მთლიანობაში, მაინც დამსახურებულად მოიგეს, რაზეც სტატისტიკური მონაცემები ნათლად მეტყველებს. ბოლო წუთებამდე ანგარიში 2:2 იყო, თუმცა კომპენსირებულ დროში ჯერ მარეკ ჰამშიკმა აიღო გენუელთა კარი, შემდეგ კი ლორენცო ინსინიეც გამოირჩა.

ზედიზედ მოპოვებული ორი გამარჯვების შემდეგ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ნაპოლიმ" ჩავარდნა დაძლია, თუმცა ამ მოსაზრებას ჯერ კიდევ სჭირდება გამყარება.

ტურის უკანასკნელი შეხვედრა ბერგამოში გაიმართა, სადაც "ატალანტამ" "ინტერს" უმასპინძლა და სენსაციური გამარჯვება მოიპოვა, 3:2.

მასპინძლებმა სტარტზევე გახსნეს ანგარიში, რამაც, როგორც ჩანს, დიდი გავლენა იქონია შეხვედრის საბოლოო შედეგზე.

"ინტერის" მარცხმა "იუვეს" პოზიციები კიდევ უფრო გაამყარა, ტურინული გრანდი უახლოეს მდევარს ოთხი ქულით უსწრებს.

იტალია. სერია A. XII ტური
კალიარი-კატანია 0:0
კალიარი (4-3-1-2): აგაცი - როსეტინი, ასტორი, აველარი, პიზანო - დესენა, კონტი, ნაინგოლანი - კოსუ (75. რიბეირო) - საუ (83. იბარბო), ნენე (64. პინილია).
კატანია (3-5-2): ანდუხარი - ალვარესი, სპოლი, ლეგროტალიე - მარკეზე, დუკარა (66. მორიმოტო), ისკო, ლოდი, ბიაჯანტი (80. ალმირონი) - ბარიენტოსი (75. კასტრო), გომესი.
გაფრთხილება: ასტორი, დესენა, კონტი, ნაინგოლანი - გომესი, ალმირონი.
კუთხური: 5-2; ჯარიმა: 19-22; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 8-4(4-0); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 5 000

პესკარა-იუვენტუსი 1:6
გოლები: 0:1 ვიდალი (9), 0:2 კვალიარელა (22), 1:2 კაშონე (25), 1:3 ასამოა (30), 1:4 ჯოვინკო (37), 1:5 კვალიარელა (45), 1:6 კვალიარელა (63).
პესკარა (4-3-1-2): პერინი - ძანონი, კოსიჩი, ბოკეტი, კაპუანო (46. კაპრარი) - კაშონე, ნიელსენი, კუინტერო - მოდესტო - ჯონატასი (53. ვეისი), აბრუსკატო (65. ვუკუსიჩი).
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბონუჩი, ბარცალი, კიელინი (64. მარონე) - ისლა (59. პადოინი), ვიდალი, პირლო, მარკიზიო, ასამოა - ჯოვინკო, კვალიარელა (68. ბენდტნერი).
გაფრთხილება: მოდესტო, ჯონატასი - პირლო.
კუთხური: 9-3; ჯარიმა: 12-6; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 16-19(6-9); ბურთის ფლობა: 38%-62%.
მაყურებელი: 15 000

პალერმო-სამპდორია 2:0
გოლები: 1:0 დუბალა (52), 2:0 დუბალა (71).
პალერმო (3-5-2): უიკანი - მუნიოსი, დონატი, ფონ ბერგენი - მორგანელა, კურტიჩი, ბარეტო, გარსია, ბრიენცა (72. ზაჰავი) - დუბალა (90. ბუდანი), ილიჩიჩი (83. ბერტოლო).
სამპდორია (4-2-3-1): რომერო - გასტალდელო, მუსტაფი, როსინი (83. ხუან ანტონიო), კოსტა - ობიანგი, მუნარი - მარესკა, სორიანო (59. იკარდი), პოულსენი (46. ესტიგარიბია) - ედერი.
გაფრთხილება: მუნიოსი - გასტალდელო, ედერი.
კუთხური: 8-5; ჯარიმა: 11-22; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 16-7(8-4); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 18 000

მილანი-ფიორენტინა 1:3
გოლები: 0:1 აკვილანი (10), 0:2 ბორხა ვალერო (38), 1:2 პაცინი (60), 1:3 ელ ჰამდაუი (88).
მილანი (4-2-3-1): აბიატი - დე შილიო, მექსე, ბონერა, კონსტანტი - მონტოლივო, ამბროზინი (75. რობინიო) - ბოატენგი, ემანუელსონი (46. ბოიანი), ელ შაარავი - პატო (46. პაცინი).
ფიორენტინა (3-5-2): ვივიანო - რონკალია, გონსალო, სავიჩი - კუადრადო, პისარო, ბორხა ვალერო, აკვილანი (65. ფერნანდესი), პასკუალი - ლიაიჩი (56. ელ ჰამდაუი), ტონი (76. კასანი).
გაფრთხილება: მექსე, ბონერა, ანტონინი - რონკალია, აკვილანი, პისარო, ბორხა ვალერო.
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 9-18; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 8-9(1-4); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 45 000

ჯენოა-ნაპოლი 2:4
გოლები: 1:0 იმობილე (23), 1:1 მესტო (54), 2:1 ბერტოლაჩი (56), 2:2 კავანი (79), 2:3 ჰამშიკი (90), 2:4 ინსინიე (90).
ჯენოა (4-1-4-1): ფრეი - სამპირიზი, გრანკვისტი, კანინი, მორეტი - ტოზსერი (61. სეიმური) - კუჩკა, იანკოვიჩი, ბერტოლაჩი (70. მერკელი), ანტონელი (83. პიშიტელა) - იმობილე.
ნაპოლი (3-4-1-2): დე სანკტისი - კამპანიარო (51. მესტო), კანავარო, გამბერინი - მაჯო, ბერამი (73. ინლერი), ჯემაილი, დოსენა - ჰამშიკი - პანდევი (38. ინსინიე), კავანი.
გაფრთხილება: იმობილე, მერკელი - გამბერინი, ბერამი, ჯემაილი.
კუთხური: 2-3; ჯარიმა: 15-17; თამაშგარე: 8-4; კარში დარტყმა: 10-20(5-9); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 24 000

კიევო-უდინეზე 2:2
გოლები: 1:0 ანდრეოლი (38), ანჯელა (42), 2:1 პალოსკი (89-პენ.), 2:2 ანჯელა (90).
კიევო (4-3-3): სორენტინო - ანდრეოლი, დაინელი, სარდო, იოკიჩი - გუანა (67. ვაჩეკი), ლ. რიგონი, ჰეტემაი - ლუსიანო (73. პალოსკი), პელისიერი (61. სამასა), თერეუ.
უდინეზე (3-5-1-1): ბრკიჩი - ანჯელა, კოდა (46. ერუ), დანილო - ბასტა, პერეირა, ლაძარი (70. ფარაონი), ალანი, არმერო - მაიკოსუელი - დი ნატალე (65. რანიჯი).
გაფრთხილება: ლ. რიგონი, ჰეტემაი - პერეირა, ლაძარი, ალანი, რანიჯი.
გაძევება: დანილო (86. უდინეზე).
კუთხური: 5-2; ჯარიმა: 15-15; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 15-8(5-4); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 11 000

ლაციო-რომა 3:2
გოლები: 0:1 ლამელა (9), 1:1 კანდრევა (35), 2:1 კლოზე (43), 3:1 მაური (46), 3:2 პიანიჩი (86).
ლაციო (4-5-1): მარკეტი - კონკო, ბიავა, დიასი, ლულიჩი (61. რადუ) - კანდრევა (83. ცანა), გონსალესი, ლედესმა, მაური, ერნანესი (76. ბროკი) - კლოზე.
რომა (4-3-3): გოიკოეჩეა - პირისი, მარკინიოსი, ბურდისო, ბალცარეტი - დე როსი, ბრედლი, ფლორენცი (63. მარკინიო) - ლამელა (46. ტაჩტიდისი), ოსვალდო, ტოტი (71. პიანიჩი).
გაფრთხილება: ლულიჩი, კანდრევა, კლოზე - ბურდისო, ბრედლი, ტაჩტიდისი, მარკინიო.
გაძევება: მაური - დე როსი.
კუთხური: 7-7; ჯარიმა: 22-14; თამაშგარე: 6-0; კარში დარტყმა: 13-9(8-4); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 65 000

პარმა-სიენა 0:0
პარმა (3-5-1-1): მირანტე - ძაკარდო, პალეტა, ლუკარელი (46. ბელფოდილი) - მარკიონი, მუსაჩი (68. ასკუა), პაროლო, როსი, გობი - ბიაბიანი - ამაური (80. სანსონე).
სიენა (3-4-2-1): პეგოლო - ფელიპე, ნეტო, კონტინი - ანჯელო, ვერგასოლა, ბოლცონი, დელ გროსო - ვალიანი (67. მანინი), რეჯინალდო (43. სესტუ) - კალაიო (88. ბოგდანი).
გაფრთხილება: ძაკარდო, მარკიონი, ბიაბიანი - მანინი.
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 8-12; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 14-6(7-2); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 16 000

ტორინო-ბოლონია 1:0
გოლი: 1:0 დამბროზიო (46).
ტორინო (4-4-2): ჟილე - დარმიანი, გლიკი, დამბროზიო, როდრიგესი - გაცი, ბაშა (74. ბრიგი), ვივესი (46. სანტანა), ჩერჩი - სანსონე, ბიანკი (65. მეჯორინი).
ბოლონია (3-5-1-1): ალიარდი - ანტონსონი (74. გაბიადინი), სორენსენი, კერუბინი - გარიჩი, პერესი (59. კრხინი), ტაიდერი, გუარანტე, პულცეტი (46. მოტა) - დიამანტი - ჯილარდინო.
გაფრთხილება: დარმიანი, გაცი - სორენსენი, გარიჩი, პერესი, პულცეტი, მოტა.
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 15-11; თამაშგარე: 3-5; კარში დარტყმა: 7-8(3-0); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 20 000


ატალანტა-ინტერი 3:2
გოლები: 1:0 ბონავენტურა (9), 1:1 გუარინი (56), 2:1 დენისი (60), 3:1 დენისი (67-პენ.), 3:2 პალასიო (84).
ატალანტა (4-4-1-1): კონსილი - რაიმონდი, მანფრედინი, სტენდარდო, პელუზო - სკელოტო, კარმონა (84. კაცოლა), ჩიგარინი (73. ბიონდინი), ბონავენტურა - მორალესი - დენისი (78. პარა).
ინტერი (4-3-2-1): ჰანდანოვიჩი - ძანეტი (74. ლივაია), ჟულიო ჟესუსი, სილვესტრი, ნაგატომო - კამბიასო (73. ალვარესი), გარგანო, გუარინი - პალასიო, კასანო (73. პერეირა) - მილიტო.
გაფრთხილება: პელუზო, კარმონა - გარგანო.
გაძევება: პარა (90. ატალანტა).
კუთხური: 7-7; ჯარიმა: 11-14; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 13-12(5-6); ბურთის ფლობა: 38%-62%.
მაყურებელი: 22 000

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იუვენტუსი 12 10 1 1 29-9 31
2. ინტერი 12 9 0 3 24-13 27
3. ნაპოლი 12 8 2 2 20-9 26
4. ფიორენტინა 12 7 3 2 19-9 24
5. ლაციო 12 7 1 4 19-17 22
6. ატალანტა 12 6 2 4 13-15 18
7. რომა 12 5 2 5 28-23 17
8. კატანია 12 4 4 4 15-16 16
9. პარმა 12 4 4 4 14-16 16
10. კალიარი 12 4 3 5 11-17 15
11. უდინეზე 12 3 6 3 16-18 15
12. ტორინო 12 3 6 3 13-10 14
13. მილანი 12 4 2 6 18-16 14
14. პალერმო 12 2 5 5 11-17 11
15. პესკარა 12 3 2 7 9-23 11
16. კიევო 12 3 2 7 12-23 11
17. სამპდორია 12 3 2 7 13-18 10
18. ჯენოა 12 2 3 7 12-18 9
19. ბოლონია 12 2 2 8 12-18 8
20. სიენა 12 3 4 5 12-14 7

შენიშვნა: სიენა -6 ქულა, ატალანტა -2, სამპდორია -1, ტორინო -1.

ბომბარდირები:
8 - ელ შაარავი (მილანი), კავანი (ნაპოლი), ლამელა (რომა); 7 - დი ნატალე (უდინეზე), მილიტო (ინტერი), დი ნატალე (უდინეზე).

მომდევნო ტური:
17 ნოემბერი
იუვენტუსი-ლაციო, ნაპოლი-მილანი.

18 ნოემბერი
სიენა-პესკარა, უდინეზე-პარმა, ბოლონია-პალერმო, კატანია-კიევო, ფიორენტინა-ატალანტა, ინტერი-კალიარი, სამპდორია-ჯენოა.

19 ნოემბერი
რომა-ტორინო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული