ჩეზარე პრანდელი: დანიელე დე როსი უნდა დასჯილიყო

AutoSharing Option
12 ნოემბერს ის შემადგენლობა გაგაცანით, რომელიც ჩეზარე პრანდელიმ საფრანგეთთან ამხანაგური მატჩისთვის გამოიძახა (იხილეთ ვრცლად). აქვე აღვნიშნოთ, რომ იტალიის ნაკრები გალებთან ამხანაგურ შეხვედრას 15 ნოემბერს, "სტადიო ენიო ტარდინიზე" გამართავს.

სენიორ ჩეზარეს განაცხადმა იტალიურ საფეხბურთო საზოგადოებაში არაერთი კითხვა გააჩინა და მწვრთნელი იძულებული გახდა, ბრიფინგი მოეწყო. ქვემოთ ყველაზე საინტერესო კითხვებს და პასუხებს გავეცნოთ...

- რატომ არ არის განაცხადში დანიელე დე როსი?
- დე როსის ყოველთვის ვიძახებდი და ამჯერადაც სიაში უნდა ყოფილიყო, მაგრამ რომაულ დერბიში ჩადენილი საქციელისთვის სიიდან ამოვიღე.

მის ნაცვლად ემანუელე ჯაკერინი გამოვიძახე,
რომელიც ასევე ეროვნული გუნდის მუდმივი კანდიდატია.

დანიელესთვის "აძურას" კარი ნამდვილად არ დაკეტილა, ერთი მატჩით დაისაჯა, რათა დაშვებულ შეცდომაზე ფიქრისთვის მეტი დრო ჰქონდეს.

- რით დაიმსახურა მატია დესტრომ ეროვნულ ნაკრებში გამოძახება?
- დესტროს, პრაქტიკულად, არ უწევს "რომაში" თამაში და თქვენი კითხვა სრულიად ბუნებრივია, თუმცა რადგან გამოვიძახე, ე.ი. მქონდა ამის საბაბი.

მატიაზე ჯერ კიდევ ევროპის ჩემპიონატამდე ვაკეთებდი ფსონს და ვფიქრობდი, რომ ახალ ციკლში აუცილებლად დაიმკვიდრებდა ადგილს "აძურაში".

სამწუხაროდ, "რომას" ძირითადში მოხვედრა უჭირს და მინდა ამ ნაბიჯით გავამხნევო. ვფიქრობ, დესტრომ საკუთარი თავის უნდა ირწმუნოს და ყველაფერი კარგად იქნება.

- რას ელით საფრანგეთთან მატჩისგან?
- ევროპის ჩემპიონატის შემდეგ საფრანგეთის ნაკრები აშკარად გაძლიერდა და ეს ჩვენთვის დამატებითი სტიმულია. ესპანეთი-საფრანგეთის მატჩს ვუყურე და გალებმა აშკარად დაჯაბნეს მეტოქე.

ვეცდებით, ასეთ ძლიერ მოწინააღმდეგესთან საუკეთესო შესაძლებლობები გამოვავლინოთ. მინდა დავრწმუნდე, რომ მსოფლიო ფეხბურთის გრანდთან პირველ ნომრად თამაში შეგვიძლია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული