დანიელე დე როსი 3 მატჩით დასაჯეს

AutoSharing Option
რომაული დერბი ინციდენტების გარეშე გამორიცხულია და ეს გასულ უქმეებზეც დადასტურდა.

ერთ-ერთი ორთაბრძოლისას 29 წლის დანიელე დე როსის ნერვებმა უმტყუნა, რასაც წითელი ბარათი და მისი მოედნიდან გაძვება მოჰყვა. დე როსის მსხვერპლი სტეფანო მაური გახდა, რომელსაც მუშტი მოხვდა სახეში და მინდორზე მოცელილივით დაეცა.

ამის გამო, დანიელე ცალკე კლუბმა დასაჯა, ცალკე ფედერკალჩომ და ცალკე ეროვნული ნაკრებიდან მოკვეთეს. მოკლედ, "რომას" ერთ-ერთ ლიდერს სასჯელი არ დაჰკლებია და ეს მოსალოდნელიც იყო. საგულისხმოა, რომ ამ ამბავს სტეფანო მაური გამოეხმაურა და პრესასთან შემდეგი კომენტარი გააკეთა:

"ვფიქრობ, არაა საჭირო
დანიელე დე როსის მკაცრად დასჯა, რადგან კატასტროფული ნამდვილად არაფერი ჩაუდენია. რომაული დერბი განსაკუთრებულ ემოციებთანაა დაკავშირებული და იქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

ორთაბრძოლის დროს, ხელი მოიქნია და სახეში გამარტყა, რაც ფეხბურთში ძალიან ხშირად ხდება. დანიელე შესანიშნავი ადამიანი და ნამდვილი ჩემპიონია, იქვე მომიხადა ბოდიში და მოედანი უსე დატოვა.

ეს გარემოება აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ და იმედია ასეც იქნება. როგორც გავიგე, დე როსის 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება, რისი საჭიროებაც ნამდვილად არ არის".

ფედერკალჩოს სადისციპლინო კომიტეტმა არ გაითვალისწინა მაურის შენიშვნა და დანიელე დე როსის 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული