აქამდე, გუნდის გულშემატკივრები ასე თუ ისე ინარჩუნებდნენ სიმშვიდეს, 13 ნოემბერს კი აგრესიის პირველი ნიშნებიც გამოჩნდა. თუმცა, რაღა ნიშნები - "მილანელოზე" მისულ ალეშანდრე პატოს ოცამდე ტიფოზი დახვდა, რომლებმაც ბრაზილიელ ფორვარდზე იერიში მიიტანეს.
23 წლის თავდამსხმელი უშვერი სიტყვებით გალანძღეს და მისი მანქანა გვარიანად დააზიანეს.
გულშემატკივართა ასეთი საქციელი გუნდის ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ დაგმო:
"ტოფოზების აღშფოთება სრულიად გასაგებია, მაგრამ პროტესტის ამგვარი ფორმით გამოხატვა ვერავითარ ჩარჩოებში ვერ ჯდება. მადლობა ღმერთს, ალეშანდრემ
რატომ მაინც და მაინც პატო? - ალბათ იმიტომ, რომ თერთმეტმეტრიანი გააფუჭა, ვერაფერს გეტყვით. ნებისმიერ შემთხვევაში, გულშემატკივართა ასეთი საქციელი დასაგმობია".
მოკლედ, "მილანის" ფეხბურთელებს უკვე გულშემატკივრები უტევენ და ეს ლოგიკურიცაა იმ შედეგის ფონზე, რომელიც მასიმილიანო ალეგრის გუნდს აქვს.
ამასობაში, "მილანთან’"დაკავშირებით სატრანსფერო ცნობები ვრცელდება და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, საქმე ისევ წამსვლელ ფეხბურთელებს ეხება.
"გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში "მილანს" ორი ფეხბურთელი დატოვებს: რობინიო და ბაკაი ტრაორე. პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია, რომ ბრაზილიელი "სანტოსში" გააგრძელებს კარიერას, ტრაორეს მომავალი კი ჯერჯერობით ბუნდოვანია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"