მიშელ პლატინი: ტურინის "იუვენტუსი" სასიამოვნოდ მაოცებს

AutoSharing Option
უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ იტალიურ ფეხბურთზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საინტერესო იქნებოდა დიეგო მარადონას "ნაპოლის" მთავარ მწვრთნელად ხილვა.

"სერია A მომწონს, იტალიაში ხშირად შეიძლება საფეხბურთო შოუების ნახვა.

"იუვენტუსი" კი სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს. სიმართლე გითხრათ, ისინი საკუთარი სათამაშო სტილით სასიამოვნოდ მაოცებენ.

ტურინელები სკუდეტოსთვის ბრძოლაში მთავარი ფავორიტები არიან. გარდა ამისა, ანტონიო კონტეს გუნდს ჩემპიონთა ლიგაშიც შეუძლია ბევრის გაკვირვება"
, - განაცხადა პლატინიმ.

უეფას პრეზიდენტმა ასევე "ნაპოლის" პრეზიდენტთან, აურელიო დე ლაურენტისთან ურთიერთობაზე ისაუბრა.

"არ შემიძლია არ დავეთანხმო დე ლაურენტის რამდენიმე საკითხში. ჩვენ ხშირად ვხვდებით
ერთმანეთს. ის დაეხმარა "ნაპოლის" , ახალ დონეზე ასულიყო. ამ დროისთვის "პარტენოპეი" იტალიაში ერთ-ერთი საუკეთესოა.

მარადონა? ვისურვებდი, რომ ერთ დღეს ის "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი გახდეს. ეს ძალიან საინტერესო სანახავი იქნებოდა",
- აღნიშნა პლატინიმ.

მომზადებულია Corriere dello sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული