"მილანი" ბრუნო სეზარით დაინტერესდა

AutoSharing Option
"ბენფიკას" ბრაზილიელი ფეხბურთელი ბრუნო სეზარი "მილანის" ყურადღების ქვეშ მოექცა.

იტალიური პრესა იტყობინება, რომ სეზარმა შესაძლოა "როსონერის" შუა ხაზი გააძლიეროს. იტალიური კლუბის წარმომადგენლები პორტუგალიაში "ბენფიკა"-"სპარტაკის" მატჩს დაესწრნენ, რათა ბრაზილიელის თამაში ცოცხლად ენახათ. ახლა კი "მილანი" სეზარის ტრანსფერზე წინადადებას ამზადებს.

მილანელებს ფეხბურთელის ჯერ იჯარით აყვანა ერთ წლით სურთ, რის სანაცვლოდ 1 მილიონ ევროს გადაიხდიან. ხოლო სრულყოფილ ტრანსფერში "მილანი" მზადაა, 15 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ადრე ვრცელდებოდა ცნობები, თითქოს ბრუნო სეზარით დაინტერესებულნი პსჟ და "ანჟი" იყვნენ. აღსანიშნავია, რომ სატრანსფერო პერიოდის დროს ამ ორი გუნდის
სახელი თითქმის ყველა ფეხბურთელის ტრანსფერზე ფიგურირებს.

მომზადებულია Calciomercato-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული