როგორც ჩანს, მილანის "ინტერის" ხელმძღვანელობა დუგლას მაიკონის წასვლას უკვე შეგუებულია. როგორც იცით, ბრაზილიელი მარჯვენა მცველის გადაბირებასთან მადრიდის "რეალია" ახლოს.
"ინტერის" პრეზიდენტი მასიმო მორატი მომავალ სეზონს მაინც ოპტიმისტურად უყურებს. "არა უშავს, მაიკონის გარეშეც ძლიერები ვართ. რა თქმა უნდა, იგი დიდი ფეხბურთელია, მაგრამ მას ღირსეულად შევცვლით. რაფა ბენიტესს ყველა საჭირო თვისება აქვს იმისთვის, რომ "ინტერს" ახალი ტიტულები მოაპოვებინოს", - აცხადებს მორატი.