მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარესა და "ბებერ სინიორას" შორის კონტრაქტის ვადა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ იწურება, თუმცა თავად ჯიჯიმ გულშემატკივრები წინასწარვე დაამშვიდა და დაჰპირდა, რომ კლუბს არ დატოვებს.
"არის თუ არა რაიმე პრობლემა კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით? არავითარი. ეს მხოლოდ პრიორიტეტების საქმეა - კლუბისა და გუნდის ინტერესების და ჩემი სურვილი. ამ დროისთვის ჩვენი უმთავრესი ამოცანა მნიშვნელოვანი მატჩების მაჟორულ ნოტზე დასრულებაა. აი, ამის შემდეგ უკვე ჩემი კონტრაქტისთვისაც მოვიცლით", - თქვა ბუფონმა.
"მოსალოდნელია თუ არა სიურპრიზები ამ საკითხში? არა. მე ვრჩები "იუვენტუსში" კიდევ სამი წლით", - აცხადებს ის.
შეგახსენებთ, ფეხბურთელი ტურინულ კლუბში 2001 წელს "პარმადან" გადავიდა და მას შემდეგ "იუვეს" ფორმით 400-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა.
მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
ასევე იხილეთ:
იტალია. სერია A. XIII ტური: სამი ლიდერის სამი ქულა [VIDEO]