თუმცა "იუვეს" და "მილანის" უპირატესობა იმდენად დიდი იყო, რომ მათთვის აღებული ქულები არავის დაუმადლებია...
ისევ ფარაონი
ჯერ კიდევ პარასკევს "მილანი" სიცილიაზე ჩავიდა და "კატანია" ორბურთიანი უპირატესობით დაამარცხა - 3:1. თამაშის წინ მასიმილიანო ალეგრი ამბობდა, რომ სიცილიური მატჩი "იუვესთან" დაპირისპირებაზე უფრო მნიშვნელოვანი იყო, რადგან მოგების შემთხვევაში მისი გუნდი მეტოქეს გადაასწრებდა და ლიდერთა მარაქაში გაერეოდა.
არადა, მატჩი მასპინძელთათვის ძალიან კარგად დაიწყო - მე-11 წუთი მიმდინარეობდა, როდესაც სიცილიელებმა კუთხური ჩააწოდეს და ნიკოლა ლეგროტალიემ თავური დარტყმით მარკო ამელიას შანსი არ დაუტოვა, 1:0.
პირველ ტაიმში განსაკუთრებულად საინტერესო აღარაფერი მომხდარა. აი, მეორეს სტარტზევე სიცილიელები კაცნაკლულნი დარჩნენ და ბუნებრივია, რომ ამან მილანელთა უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო და, როგორც შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა გვიჩვენა, გადამწყვეტი გახადა.
53-ე წუთზე სტეფან ელ შაარავიმ საშუალო დისტანციიდან უზუსტესად დაარტყა და ბურთი კატანიელთა კარის ბადეში გაახვია - 1:1. ამას კევინ პრინს ბოატენგის დიდებული გოლი მოჰყვა - განელმა ოსტატურად ჩამოიცილა ერთი მეურვე და საჯარიმოს გარედან ბურთი კუთხეში მოათავსა - 1:2.
90-ე წუთზე ელ შაარავიმ კიდევ ერთხელ დაამწუხრა ტრიბუნებზე შეკრებილი გულშემატკივარი და შეხვედრის საბოლოო შედეგი დაფიქსირდა.
ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ წითელი ბარათი ბოატენგმაც მიიღო და შესაბამისად, მომდევნო ტურის გამოტოვება მოუწევს.
მატჩის შემდეგ მასიმილიანო ალეგრი კმაყოფილი იყო:
"უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაზე ცუდი უკან მოვიტოვეთ. ძალიან ვწუხვარ, რომ "ფიორენტინასთან" დავმარცხდით, თორემ ჩვენი წაუგებელი მატჩების სერია ცხრას გაუტოლდებოდა. ეს ნათელი დადასტურებაა იმის, რომ ყველაფერი არც ისე ცუდადაა, როგორც ეს ბევრს ჰგონია. ბარიენტოსის გაძევება დაგვეხმარა, მაგრამ ისედაც ვფლობდით საგრძნობ უპირატესობას და ვეჭვობ, რომ გოლებს თანაბარ პირობებშიც ასეთივე წარმატებით გავიტანდით. მეტოქემ ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ გამარჯვება უფრო ძლიერს დარჩა. კმაყოფილი ვარ პროგრესით და დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება".
არშემდგარი ბრძოლა
ბევრი იძახეს იტალიურ საფეხბურთო სამყაროში დერბია-დერბია და ტურინულ ჯახში შანსები 50/50-ზეაო, მაგრამ არ ყოფილა ასე საქმე და შაბათის მატჩში ეს დამტკიცდა.
დღეს "იუვენტუსი" მინიმუმ ერთი თავით აღემატება თანაქალაქელს, რაც სატურნირო ცხრილის გარდა, მოედანზეც გამოჩნდა. მართალია, "ტორინო" ჯერ კიდევ პირველ ტაიმში დარჩა კაცნაკლული, მაგრამ "ვეკია სენიორას" უპირატესობა იმდენად დიდი იყო, რომ თანაბარი პირობების შემთხვევაში, სამს თუ არა, სამი ქულის მომტან ერთი გოლს მაინც გაიტანდა...
სწორედ ამის შესახებ ისაუბრა ნამატჩევს "იუვეს" მწვრთნელმა ანჯელო ალესიომ:
"ანტონიო კონტეს დაბრუნებისთვის შესანიშნავი ვითარებაა, რადგან დერბი მოვიგეთ და პატარა ჩავარდნა საბოლოოდ დავძლიეთ. მატჩის დიდი ნაწილი რიცხობრივი უპირატესობით ვითამაშეთ, მაგრამ ეს ჩვენს გამარჯვებას ნამდვილად ვერ დააკნინებს. პირველ ნახევარ საათშიც უდიდესი უპირატესობა გვქონდა და ნათელი იყო, რომ ამ მატჩს მოვიგებდით. "ტორინო" კარგი გუნდია, მაგრამ კონკრეტულად ამ შეხვედრაში უშანსოდ დამარცხდა. ვინარჩუნებთ პირველ ადგილს, ეს კი უმთავრესია".
"იუვენტუსის" სამი გოლიდან ერთი სებასტიან ჯოვინკოს, ორი კი კლაუდიო მარკიზიოს ანგარიშზეა.
ეს უკანასკნელი მატჩის უდავო გმირი გახდა, რადგან ორი გოლის გარდა, საგოლე პასიც მიითვალა აქტივში, თანაც, ბრწყინვალე პასი...
მოკლედ, მარკიზიომ დერბიში გაიბრწყინა და ბოლოს სწორედ მას მივცეთ სიტყვა:
"ყველაფერი გამოგვივიდა და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. მეტოქე კონტრშეტევებზე ცდილობდა თამაშს, მაგრამ ბევრი არაფერი გამოუვიდა. მალე კონტე დაბრუნდება, რაც ოპტიმიზმს გვმატებს - საუკეთესო "იუვე" ჯერ კიდევ არ გინახავთ".
სხვებმაც მოიგეს
"მილანის" და "იუვენტუსის" მსგავსად, თავიანთი შეხვედრები სხვა ფავორიტებმაც მოიგეს.
მილანში "ინტერმა" "პალერმოს" დიდი გაჭირვებით, მაგრამ მაინც სძლია - 1:0. ერთადერთი გოლი სიცილიელებმა საკუთარ კარში გაიტანეს.
ნეაპოლში ვალტერ მაცარის შეგირდებმა "პესკარა" მიწასთან გაასწორეს და მნიშვნელოვანი ქულები ჩაიწერეს აქტივში...
ხუთიდან ორი გოლი ედინსონ კავანის ანგარიშზეა, რომელიც ბომბარდირთა დავაში სტეფან ელ შაარავის უდგას კვალში.
"ლაციომ" "პარმას" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა, 2:1... რომაელებმა პირველივე ტაიმში წაიყვანეს ანგარიში და მთლიანობაში, დაიმსახურეს ეს გამარჯვება.
"რომა" "სიენას" ესტუმრა და მიუხედავად იმისა, რომ პირველი მატჩი წააგო, მეორეში ვითარება სათავისოდ შეცვალა.
საგულისხმოა, რომ ბოლო ორ თამაშში მატია დესტრომ სამი გოლი გაიტანა და სხვა ფორვარდების ჩავარდნის ფონზე, მისი ასეთი პროგრესი "ჯალოროსისთვის" ნამდვილად მისწრებაა.
იტალია. სერია A. XV ტური
კატანია-მილანი 1:3
გოლები: 1:0 ბარიენტოსი (11), 1:1 ელ შაარავი (53), 1:2 ბოატენგი (57), 1:3 ელ შაარავი (90)
კატანია (4-3-3): ანდუხარი - ალვარესი, როლინი, ლეგროტალიე, მარკეზე - სალიფუ (72. პალიალუნგა), ალმირონი (72. ბელუში), ლოდი - კასტრო, ბარიენტოსი, ბერგესიო (77. დუკარა).
მილანი (4-3-3): ამელია - დე შილიო, მექსე, აჩერბი, კონსტანტი - მონტოლივო (66. ემანუელსონი), დე იონგი, ნოჩერინო - ბოატენგი, რობინიო (90. ამბროზინი), ელ შაარავი.
გაფრთხილება: როლინი, ბელუში - ამელია, ელ შაარავი
გაძევება: ბარიენტოსი (49) - ბოატენგი (90)
კუთხური: 3-3; ჯარიმა: 11-11; თამაშგარე: 1-6; კარში დარტყმა: 3-9(2-6); ბურთის ფლობა: 27%-72%.
მაყურებელი: 20 000
კატანია - მილანი 1:3
იუვენტუსი-ტორინო 3:0
გოლები: 1:0 მარკიზიო (57), 2:0 ჯოვინკო (68), 3:0 მარკიზიო (84)
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ლიხტშტაინერი, ბონუჩი, ბარცალი - ჯაკერინი (46. ბენდტნერი), პოგბა, პირლო, მარკიზიო, დე ჩელიე (61. ასამოა) - ვუჩინიჩი, ჯოვინკო (78. მატრი).
ტორინო (4-4-2): ჟილე - დარმიანი, გლიკი, ოგბონა, დამბროზიო - ბაშა, გაცი, მეჯორინი (40. დი ჩეზარე), სანტანა - ჩერჩი (78. სანსონე), ბიანკი (63. სტევანოვიჩი).
გაფრთხილება: ბარცალი, დე ჩელიე, ვუჩინიჩი, ჯოვინკო - ბაშა
კუთხური: 15-2; ჯარიმა: 10-14; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 20-4(10-2); ბურთის ფლობა: 63%-37%.
მაყურებელი: 41 000
იუვენტუსი - ტორინო 3:0
ნაპოლი-პესკარა 5:1
გოლები: 1:0 ინლერი (9), 2:0 ჰამშიკი (15), 2:1 ბარნასონი (18), 3:1 კავანი (58-პენ.), 4:1 კავანი (63), 5:1 ინლერი (78).
ნაპოლი (3-4-1-2): დე სანკტისი - გამბერინი (65. ჯემაილი), კანავარო (81. ელ ქადური), ბრიტოსი - მესტო, ბერამი, ინლერი, ცუნიგა - ჰამშიკი - ინსინიე (75. ვარგასი), კავანი.
პესკარა (3-5-1-1): პერინი - რომანიოლი, ტერლიცი, ბოკეტი - ძანონი, კაშონე, ტონი (75. ნიელსენი), ბარნასონი, მოდესტო - ვეისი (65. კაპუანო) - ვუკუსიჩი (67. აბრუსკატო).
გაფრთხილება: ბერამი, ცუნიგა - რომანიოლი, ძანონი.
გაძევება: ბოკეტი (52. პესკარა).
კუთხური: 7-5; ჯარიმა: 15-11; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 24-3(11-1); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 40 000
ბოლონია-ატალანტა 2:1
გოლები: 1:0 დიამანტი (16), 1:1 დენისი (50), 2:1 გაბიადინი (70).
ბოლონია (3-4-1-2): ალიარდი - ანტონსონი, სორენსენი (53. კრხინი), კერუბინი - მოტა, პერესი, გუარენტე (63. აბერო), ტაიდერი - დიამანტი - გაბიადინი (85. პასკუატო), ჯილარდინო.
ატალანტა (4-4-2): კონსილი - რაიმონდი, მანფრედინი, სტენდარდო, პელუზო - სკელოტო, კარმონა (73. რადოვანოვიჩი), ჩიგარინი, ბონავენტურა (74. პარა) - მორალესი (65.. დე ლუკა), დენისი.
გაფრთხილება: გაბიადინი - სტენდარდო, პელუზო, ჩიგარინი, ბონავენტურა.
კუთხური: 5-7; ჯარიმა: 18-22; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 10-8(6-3); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 20 000
ჯენოა-კიევო 2:4
გოლები: 0:1 პალოსკი (11-პენ.), 0:2 პალოსკი (22), 1:2 საიდი (40), 1:3 პალოსკი (45), 2:3 იანკოვიჩი (56), 2:4 სტოიანი (89).
ჯენოა (4-4-1-1): ფრეი - კანინი, გრანკვისტი, კრაინჩი (46. საიდი), სამპირიზი (71. როსი) - ტოზსერი (25. საიდი), კუჩკა, იანკოვიჩი, ბერტოლაჩი - ვარგასი - იმობილე.
კიევო (4-3-3): სორენტინო - ანდრეოლი, დაინელი, სარდო, დრამე - გუანა (73. ცეზარი), ლ. რიგონი, კოფიე - თერეუ (78. იოკიჩი), ჰეტემაი, პალოსკი (61. სტოიანი).
გაფრთხილება: კანინი, სამპირიზი, იანკოვიჩი, ბერტოლაჩი - სორენტინო, სარდო, დაინელი, კოფიე.
გაძევება: ანდრეოლი (71. კიევო).
კუთხური: 8-2; ჯარიმა: 17-17; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 14-10(3-7); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 20 000
ინტერი-პალერმო 1:0
გოლი: 1:0 გარსია (74-საკ. კარში).
ინტერი (3-4-1-2): ჰანდანოვიჩი - რანოკია, სამუელი, ჟუან ჟესუსი - ძანეტი (64. ნაგატომო), პერეირა, გარგანო, კამბიასო (71. მარიგა) - კოუტინიო - პალასიო, მილიტო (64. გუარინი).
პალერმო (3-5-2): უიკანი - მუნიოსი, გარსია, ფონ ბერგენი - მორგანელა, კურტიჩი, ბარეტო, პიზანო, ბრიენცა (68. ჯორჯი) - დიბალა (79. დიბალა), ილიჩიჩი (76. ბუდანი).
გაფრთხილება: სამუელი, პერეირა - გარსია, ბარეტო, კურტიჩი.
კუთხური: 7-2; ჯარიმა: 17-10; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 12-4(4-1); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 45 000
ინტერი - პალერმო 1:0
ლაციო-პარმა 2:1
გოლები: 1:0 ბიავა (25), 2:0 კლოზე (34), 2:1 ბელფოდილი (66).
ლაციო (4-5-1): ბიძარი - კავანდა, ბიავა (46. ცანა), სიანი, რადუ - კანდრევა, გონსალესი, ლედესმა, ერნანესი (74. ლულიჩი), მაური - კლოზე (43. კოზაკი).
პარმა (4-3-3): მირანტე - ძაკარდო, ბენალოუანე (88. პაბონი), პალეტა, გობი - მარკიონი, მუსაჩი (75. ნინისი), პაროლო - სანსონე, ბიაბიანი, ამაური (58. ბელფოდილი).
გაფრთხილება: კავანდა, ბიავა, რადუ (ლაციო).
კუთხური: 3-7; ჯარიმა: 8-11; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 5-9(3-4); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 35 000
სიენა - რომა 1:3
სიენა-რომა 1:3
გოლები: 1:0 ნეტო (25), 1:1 დესტრო (18), 1:2 პეროტა (86), 1:3 დესტრო (90).
სიენა (3-4-2-1): პეგოლო - ფელიპე, ნეტო, კონტინი - სესტუ, ვერგასოლა, ბოლცონი, რუბინი - ვალიანი (76. დაგოსტინო), როზინა (58. რეჯინალდო) - კალაიო (85. ლარონდო).
რომა (4-3-3): გოიკოეჩეა - პირისი, მარკინიოსი, კასტანი, ბალცარეტი - ბრედლი, ტაჩტიდისი (79. პეროტა), ფლორენცი (90. მარკინიო) - პიანიჩი, დესტრო, ტოტი.
გაფრთხილება: დაგოსტინო - ტაჩტიდისი, დესტრო.
კუთხური: 3-9; ჯარიმა: 13-20; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 3-12(2-7); ბურთის ფლობა: 40%-60%.
მაყურებელი: 11 000
უდინეზე-კალიარი 4:1
გოლები: 1:0 პერეირა (33), 2:0 ანჯელა (39), 3:0 დანილო (48), 3:1 დესენა (80), 4:1 დანილო (90).
უდინეზე (3-5-1-1): ბრკიჩი - ერუ, დანილო, ანჯელა - პერეირა, ფარაონი (84. მაიკოსუელი), ალანი, ბადუ, პასკუალე - ფაბრინი (79. ვილიანსი) - დი ნატალე (79. ზილინსკი).
კალიარი (4-3-1-2): ავრამოვი - პიზანო, ასტორი, არიაუდო, აველარი - ეკდალი (63. კოსუ), კონტი, დესენა - ნაინგოლანი (86. კაზარინი) - საუ (67. რიბეირო), ნენე.
გაფრთხილება: ანჯელა - დესენა, ეკდალი, ნაინგოლანი, ნენე, კოსუ.
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 21-15; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 12-7(8-2); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 16 000
ფიორენტინა-სამპდორია 2:2
გოლები: 1:0 სავიჩი (22), 1:1 კრსტიჩიჩი (48), 1:2 გონსალო (72-საკ. კარში), 2:2 სავიჩი (75).
ფიორენტინა (4-4-2): ვივიანო - ტომოვიჩი, გონსალო, სავიჩი, კუადრადო - რომულო (59. სეფეროვიჩი), პისარო, ბორხა ვალერო (85. მილიაჩო), პასკუალი - ფერნანდესი (71. აკვილანი), ელ ჰამდაუი.
სამპდორია (4-4-2): და კოსტა - გასტალდელო, მუსტაფი, როსინი, ბერარდი - ობიანგი, ტისონე, მარესკა (72. მუნარი), კრსტიჩიჩი (85. ესტიგარიბია) - პოლი (82. სორიანო), იკარდი.
გაფრთხილება: პისარო - ბერარდი, კრსტიჩიჩი, ტისონე.
გაძევება: მუსტაფი (90. სამპდორია).
კუთხური: 8-2; ჯარიმა: 16-7; თამაშგარე: 7-2; კარში დარტყმა: 13-6(5-3); ბურთის ფლობა: 63%-37%.
მაყურებელი: 30 000
სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
ა | გუნდი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
1 | იუვენტუსი | 15 | 11 | 2 | 2 | 32-10 | 35 |
2 | ნაპოლი | 15 | 10 | 3 | 2 | 28-12 | 33 |
3 | ინტერი | 15 | 10 | 1 | 4 | 27-16 | 31 |
4 | ფიორენტინა | 15 | 8 | 5 | 2 | 27-14 | 29 |
5 | ლაციო | 15 | 9 | 2 | 4 | 23-17 | 29 |
6 | რომა | 15 | 8 | 2 | 5 | 33-24 | 26 |
7 | მილანი | 15 | 6 | 3 | 6 | 24-19 | 21 |
8 | პარმა | 15 | 5 | 5 | 5 | 18-20 | 20 |
9 | კატანია | 15 | 5 | 4 | 6 | 19-23 | 19 |
10 | უდინეზე | 15 | 4 | 7 | 4 | 22-24 | 19 |
11 | ატალანტა | 15 | 6 | 2 | 7 | 15-22 | 18 |
12 | სამპდორია | 15 | 5 | 3 | 7 | 19-21 | 17 |
13 | კალიარი | 15 | 4 | 4 | 7 | 14-24 | 16 |
14 | ტორინო | 15 | 3 | 7 | 5 | 15-17 | 15 |
15 | კიევო | 15 | 4 | 3 | 8 | 17-27 | 15 |
16 | ბოლონია | 15 | 4 | 2 | 9 | 17-20 | 14 |
17 | პალერმო | 15 | 3 | 5 | 7 | 14-22 | 14 |
18 | ჯენოა | 15 | 3 | 3 | 9 | 16-25 | 12 |
19 | სიენა | 15 | 4 | 5 | 6 | 14-17 | 11 |
20 | პესკარა | 15 | 3 | 2 | 10 | 10-30 | 11 |
ბომბარდირები:
12 - ელ შაარავი (მილანი); 10 - კავანი (ნაპოლი); 9 - კლოზე (ლაციო); 8 - ლამელა (რომა), დი ნატალე (უდინეზე).
მომდევნო ტური
8 დეკემბერი
ატალანტა-პარმა, რომა-ფიორენტინა.
9 დეკემბერი
პალერმო-იუვენტუსი, პესკარა-ჯენოა, სიენა-კატანია, ტორინო-მილანი, კალიარი-კიევო, ინტერი-ნაპოლი.
10 დეკემბერი
სამპდორია-უდინეზე, ბოლონია-ლაციო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
fiorentina-sampdoria 2:2
golebi: 1:0 saviCi (22), 1:1 krstiCiCi (48), 1:2 gonsalo (72-sak. karSi), 2:2 saviCi (75).
fiorentina (4-4-2): viviano - tomoviCi, gonsalo, saviCi, kuadrado - romulo (59. seferoviCi), pisaro, borxa valero (85. miliaCo), paskuali - fernandesi (71. akvilani), el hamdaui.
sampdoria (4-4-2): da kosta - gastaldelo, mustafi, rosini, berardi - obiangi, tisone, mareska (72. munari), krstiCiCi (85. estigaribia) - poli (82. soriano), ikardi.
gafrTxileba: pisaro - berardi, krstiCiCi, tisone.
gaZeveba: mustafi (90. sampdoria).
kuTxuri: 8-2; jarima: 16-7; TamaSgare: 7-2; karSi dartyma: 13-6(5-3); burTis floba: 63%-37%.
mayurebeli: 30 000
T m f w b q
1. iuventusi 15 11 2 2 32-10 35
2. napoli 15 10 3 2 28-12 33
3 interi 15 10 1 4 27-16 31
4. fiorentina 15 8 5 2 27-14 29
5. lacio 15 9 2 4 23-17 29
6. roma 15 8 2 5 33-24 26
7. milani 15 6 3 6 24-19 21
8. parma 15 5 5 5 18-20 20
9. katania 15 5 4 6 19-23 19
10. udineze 15 4 7 4 22-24 19
11. atalanta 15 6 2 7 15-22 18
12. sampdoria 15 5 3 7 19-21 17
13. kaliari 15 4 4 7 14-24 16
14. torino 15 3 7 5 15-17 15
15. kievo 15 4 3 8 17-27 15
16. bolonia 15 4 2 9 17-20 14
17. palermo 15 3 5 7 14-22 14
18. jenoa 15 3 3 9 16-25 12
19. siena 15 4 5 6 14-17 11
20. peskara 15 3 2 10 10-30 11
SeniSvna: siena - 6 qula, atalanta - 2, sampdoria - 1, torino - 1.
bombardirebi:
12 - el Saaravi (milani); 10 - kavani (napoli); 9 - kloze (lacio); 8 - lamela (roma), di natale (udineze).