ახალგაზრდა თავდამსხმელის ბრწყინვალე თამაში დიდად წაადგა "მილანს", რომელსაც რთული პერიოდი უდგას - ეგვიპტური ფესვების მქონე 20 წლის იტალიელი ფეხბურთელის ანგარიშზე იტალიის ჩემპიონატის 15 მატჩში გატანილი 12 გოლია. ამ მაჩვენებლით სტეფანი პირველობის ბომბარდირთა დავას ლიდერობს.
ახალგაზრდა ტალანტი დარწმუნებულია, რომ მისი შვედი კოლეგა გუნდიდან რომ არ წასულიყო, ასეთი შედეგი არ ექნებოდა.
"ამისთვის ზლატანს დიდი მადლობა უნდა ვუთხრა. იბრაჰიმოვიჩისა და კასანოს წასვლით ორი მაღალი
ალბათ, ძნელი მოსაფიქრებელი იქნებოდა პირადად ჩემთვის სეზონის დასაწყისის უკეთესი სცენარი. აშკარად ძალიან მოვუმატე", - ამბობს ელ შაარავი და "მილანის" მთავარ მწვრთნელ მასიმილიანო ალეგრისაც ემადლიერება.
"მწვრთნელისგან მხარდაჭერას ყველაფერში ვგრძნობდი. ნდობას ჯერ კიდევ წინა სეზონში მიცხადებდნენ, როდესაც 28 მატჩი ჩავატარე. წელს კი ის გაორმაგდა.
მიუხედავად სერია A-ს პირველ ორ ტურში წარუმატებელი თამაშისა, ალეგრიმ მაინც დამაყენა ძირითადში", - იხსენებს ფეხბურთელი.
ასევე იხილეთ:
იტალია. სერია A. XV ტური: ფავორიტები სრული სვლით [VIDEO]