იტალია. სერია A. XVI ტური: ფრანჩესკო ტოტის რომაული შოუ [VIDEO]

AutoSharing Option
ტურის ცენტრალური შეხვედრა "ჯუზეპე მეაცაზე" გაიმართა, სადაც "ინტერმა" "ნაპოლის" უმასპინძლა, თუმცა ამ შეხვედრაზე დეტალურად სამშაბათის ნომერში მოგითხრობთ.

არანაკლებ საინტერესო ჯახი შედგა რომში, სადაც "ჯალოროსის" "ფიორენტინა" ესტუმრა. სწორედ დედაქალაქური მატჩით დავიწყოთ...

შეტევა, მხოლოდ შეტევა
"სტადიო ოლიმპიკოზე" გამართული მატჩის შემდეგ ზდენეკ ზემანი ბედნიერი გახლდათ და არაერთხელ განაცხადა, რომ ეს იყო მისი "რომა" და მისი თამაში, რამაც ყველა სიკეთესთან ერთად, სასურველი შედეგი მოიტანა.

"რომა" მთელი 90 წუთის განმავლობაში გაუთავებლად უტევდა, მაშინაც კი, როდესაც წინ იყო და სწორედ ეს გახლავთ ზემანის სტილი...

შეხვედრა მთლიანობაში
ძალიან სანახაობრივი გამოდგა, სამი ქულა კი დამსახურებულად მასპინძლებმა მოიპოვეს.

ცალკე სალაპარაკოა ფრანჩესკო ტოტის თამაში, რომელმაც პატარა სპექტაკლი დადგა და უდიდესი წვლილი შეიტანა "ჯალოროსის" გამარჯვებაში. კაპიტანმა დუბლი შეასრულა და ბარემ ვთქვათ კიდეც, გოლებზე...

ანგარიში ლეანდრო კასტანმა გახსნა, რომელმაც პანაიოტის ტაჩტიდისს, პრაქტიკულად, წაართვა გოლი - რეალურად, საგოლედ სწორედ ბერძენმა ნახევარმცველმა დაარტყა, თუმცა კარის ხაზზე ბურთს ბრაზილიელმა მიუსწრო და თავი მიაყოლა, 1:0.

ძალიან მალე ფლორენციელებმა გაათანაბრეს ანგარიში, რაც მთლიანად მცველთა დამსახურება გახლდათ - სტანდარტულის დროს მეტოქის საჯარიმოში გონსალო როდრიგესი და ფაკუნდო რონკალია ჩავიდნენ, რომლებმაც მასპინძელთა მხრიდან თამაგარე მდგომარეობის შექმნის უხეირო მცდელობით ისარგებლეს - გონსალოს პასით გოლი რონკალიამ შეაგდო, 1:2.

ამის შემდეგ ფრანჩესკო ტოტის დრო დადგა... კაპიტანმა ჯერ მატია დესტროსთან გათამაშებული კომბინაცია დააგვირგვინა ეფექტური დარტყმით, შემდეგ კი შორი მანძილიდან გაისროლა და მასპინძელთა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა, 3:1.

მეორე ტაიმის სტარტზე ელ ჰამდაუიმ თავური დარტყმით ერთი ბურთი გაქვითა და თამაშში ინტრიგა დააბრუნა, თუმცა ეს ინტრიგა უფრო მოჩვენებითი გახლდათ, ვიდრე რეალური. რომაელები სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, რაც მატჩის მიწურულს მეოთხე გოლში ასახეს.

ტოტის ბრწყინვალე გადაცემის შემდეგ შეცვლაზე შესული პაბლო ოსვალდო მეკარესთან პირისპირ დარჩა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, 4:2.

ნამატჩევს ყურადღების ცენტრში ფრანჩესკო ტოტი გახლდათ, რომელმაც მოკლე კომენტარი გააკეთა:

"როგორც იქნა, ჩვენ ერთ მუშტად შეკრული გუნდი გვყავს, რომელსაც ერთი მიზანი აერთიანებს. ამასთან, შემტევ ფეხბურთს ვთამაშობთ, რაც წარმატების უმთავრესი საწინდარია. მჯერა, რომ მიმდინარე სეზონს ლიდერთა სამეულში დავასრულებთ".

კონტეს იღბლიანი დაბრუნება
ანტონიო კონტეს დაბრუნება "იუვენტუსისთვის" წარმატებული გამოდგა... ტურინული გრანდი "პალერმოს" ესტუმრა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა, 1:0.

ერთადერთი გოლი მატჩის 50-ე წუთზე შტეფან ლიხტშტაინერმა გაიტანა, რასაც მალევე სიცილიელი მორგანელას გაძევება მოჰყვა და აქ უკვე ცხადი გახდა, რომ "ვეკია სენიორა" მორიგ სამ ქულას ჩაიწერდა აქტივში.

მომენტები ორივე კართან შეიქმნა, მაგრამ მთლიანობაში, ტურინელთა გამარჯვებას მაინც ლოგიკური ეთქმის.

ჯერჯერობით "იუვე" მაინც ყველაზე სტაბილურად ასპარეზობს და თუ ასე გაგრძელდა, ვერავინ შეეცილება სკუდეტოში. ეს გუნდი მაშინაც ახერხებს ქულათა მაქსიმუმის მოპოვებას, როდესაც დიდად არ მისდის თამაში. ეს ყველაფერი კი იმ ფონზე, როდესაც მდევრები მორიგეობით კარგავენ ქულებს.

ნამატჩევს ჟურნალისტები კონტეს გაესაუბრნენ, რომელმაც განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში იღბალი მის მხარეს იყო. მარტო იღბალში არ უნდა იყოს საქმე და ეს ანტონიომ ყველაზე უკეთ იცის.

სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს
"მილანმა" ცოტა გვიან გამოიღვიძა, მაგრამ "სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს"... თუ მასიმილიანო ალეგრის შეგირდებმა ასე გააგრძელეს, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში აუცილებლად ჩაერთვებიან.

"როსონერი" ტურინში ჩავიდა და "ტორინოს" 4:2 მოუგო. არადა, თავიდან მასპინძლები დაწინაურდნენ და რაც მთავარია, თამაშითაც სჯობდნენ მეტოქეს, თუმცა ამან გარკვეულ დრომდე გასტანა.

ანგარიში რობინიომ გაათანაბრა, რომელიც მარცხენა ფრთიდან შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში, მცველს მოძრაობით აუარა გვერდი და მარცხენა ფეხით ულამაზესი გოლი გაიტანა, 1:1.

სტუმრები მეორე ტაიმში დაწინაურდნენ, გოლი კი თავური დარტყმით ანტონიო ნოჩერინომ გაიტანა. ამას ჯამპაოლო პაცინის რეიდი და უზუსტესი დარტყმა მოჰყვა, 1:3.

მეოთხე გოლი სტეფან ელ შაარავიმ შეაგდო, რომელმაც კიპერის შეცდომით ისარგებლა და ბურთი დაუცველ კარში გადაგზავნა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში თავური დარტყმით როლანდო ბიანკიმ დააფიქსირა, 2:4.

"მილანმა" მორიგი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში და ლიდერთა ექვსეულს კიდევ ერთხელ შეახსენა თავი.

ლომბარდიული გრანდი არ აპირებს ჩრდილში ყოფნას და სწორედ ეს განაცხადა ნამატჩევს მასიმილიანო ალეგრიმ:

"არასდროს დამიკარგავს რწმენა, რომ ჩვენი დრო კიდევ დადგებოდა. არსებულ ვითარებასთან შეგუებას არ ვაპირებთ, მეშვიდე ადგილი არაფრად გვაწყობს და აუცილებლად ვიბრძოლებთ სამეულისთვის. კარგია, რომ ნოჩერინომ და პაცინიმ გოლები გაიტანეს, მათი იმედი ყოველთვის მქონდა".

ბოლოს ერთი სამწუხარო ამბავი - ტურინული მატჩის 21-ე წუთზე ნაიჯელ დე იონგმა უმძიმესი ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება მოუხდა. ექიმებმა უკვე გვამცნეს, რომ ჰოლანდიელ ნახევარმცველს მყესი აქვს გაწყვეტილი და მინიმუმ ექვსი თვე უფეხბურთოდ მოუწევს ყოფნა.

იტალია. სერია A. XVI ტური
ატალანტა-პარმა 2:1
გოლები: 1:0 დენისი (4), 2:0 პელუზო (38), 2:1 ამაური (45).
ატალანტა (4-4-1-1): კონსილი - ბელინი (85. ფერი), მანფრედინი, ლუკინი, პელუზო - სკელოტო, რადოვანოვიჩი (74. კაცოლა), ჩიგარინი, ბონავენტურა - მორალესი (60. დე ლუკა) - დენისი.
პარმა (3-5-2): მირანტე (53. პავარინი) - ძაკარდო (67. ბელფოდილი), ლუკარელი, პალეტა - გობი, მარკიონი, ასკუა, პაროლო, ბიაბიანი - სანსონე, ამაური.
გაფრთხილება: პელუზო, ჩიგარინი, მორალესი, დე ლუკა - ძაკარდო, ლუკარელი.
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 13-13; თამაშგარე: 6-2; კარში დარტყმა: 9-8(7-1); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 12 000

რომა-ფიორენტინა 4:2
გოლები: 1:0 კასტანი (7), 1:1 რონკალია (14), 2:1 ტოტი (19), 3:1 ტოტი (45), 3:2 ელ ჰამდაუი (47), 4:2 ოსვალდო (89).
რომა (4-3-3): გოიკოეჩეა - პირისი, მარკინიოსი, კასტანი, ბალცარეტი - ბრედლი, პანაიოტისი (65. დე როსი), ფლორენცი (65. პეროტა) - პიანიჩი, დესტრო (74. ოსვალდო), ტოტი.
ფიორენტინა (3-5-1-1): ვივიანო - რონკალია, გონსალო, სავიჩი - კასანი (46. ფერნანდესი), აკვილანი, ოლივერა (46. ელ ჰამდაუი), ბორხა ვალერო, პასკუალი - კუადრადო - ტონი (78. სეფეროვიჩი).
გაფრთხილება: პანაიოტისი - რონკალია, გონსალო, კასანი, ოლივერა, კუადრადო.
კუთხური: 9-5; ჯარიმა: 19-12; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 15-9(9-8); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 41 000
VideoSportall.Ge
რომა - ფიორენტინა 4:2


კალიარი-კიევო 0:2
გოლები: 0:1 პალოსკი (67), 0:2 თერეუ (87).
კალიარი (4-3-1-2): აგაცი - პიზანო, ასტორი, არიაუდო, აველარი - კაზარინი (74. იბარბო), კონტი, ნაინგოლანი - კოსუ - საუ (73. რიბეირო), ნენე.
კიევო (4-3-3): სორენტინო - სარდო (26. იოკიჩი), დაინელი (60. ფარკასი), ცეზარი, დრამე - გუანა, ლ. რიგონი, კოფიე - თერეუ (89. პაპი), ჰეტემაი, პალოსკი.
გაფრთხილება: არიაუდო, კონტი, კოსუ, პინილია - ცეზარი, ფრამე, თერეუ.
კუთხური: 12-1; ჯარიმა: 23-11; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 14-5(7-2); ბურთის ფლობა: 63%-37%.
მაყურებელი: 16 000

პალერმო-იუვენტუსი 0:1
გოლი: 0:1 ლიხტშტაინერი (50).
პალერმო (3-5-2): უიკანი - მუნიოსი, დონატი (69. დიბალა), ფონ ბერგენი - მორგანელა, კურტიჩი (74. ვიოლა), ბარეტო, პიზანო (46. ბრიენცა), გარსია - მიკოლი, ილიჩიჩი.
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - კიელინი, ბონუჩი, ბარცალი - ლიხტშტაინერი (65. პადოინი), ვიდალი (54. პოგბა), პირლო, მარკიზიო, ასამოა - ვუჩინიჩი, მატრი (73. ბენდტნერი).
გაფრთხილება: ბონუჩი, ლიხტშტაინერი, პირლო (იუვენტუსი).
გაძევება: მორგანელა (74. პალერმო).
კუთხური: 3-9; ჯარიმა: 10-17; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 3-15(1-4); ბურთის ფლობა: 57%-53%.
მაყურებელი: 30 000

VideoSportall.Ge
პალერმო - იუვენტუსი 0:1


პესკარა-ჯენოა 2:0
გოლები: 1:0 აბრუსკატო (53), 2:0 ვუკუსიჩი (73).
პესკარა (3-5-2): პერინი - ბალცანო, ტერლიცი (61. კაპუანო), კოსიჩი - მოდესტო, ნიელსენი, ტონი, ბარნასონი, ვეისი - აბრუსკატო (74. კაშონე), ვუკუსიჩი (87. ჯონატასი).
ჯენოა (4-4-1-1): ფრეი - კანინი, გრანკვისტი, სამპირიზი, მორეტი - ტოზსერი (57. იმობილე), კუჩკა, იანკოვიჩი (74. როსი), მერკელი (57. სეიმური) - ვარგასი - ბორიელო.
გაფრთხილება: ტონი, ვუკუსიჩი - სამპირიზი, კუჩკა, ვარგასი, სეიმური.
კუთხური: 3-5; ჯარიმა: 13-11; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 9-11(5-6); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 15 000

სიენა-კატანია 1:3
გოლები: 1:0 როზინა (10), 1:1 კასტრო (50), 1:2 ბერგესიო (67), 1:3 ბერგესიო (82).
სიენა (3-4-2-1): პეგოლო - ფელიპე, ნეტო, პაჩი - სესტუ, ვერგასოლა (52. როდრიგესი), ბოლცონი, დელ გროსო (80. მანინი) - ვალიანი (71. ლარონდო), როზინა - კალაიო.
კატანია (4-3-3): ანდუხარი - ალვარესი, რუბინი, ლეგროტალიე, მარკეზე - სალიფუ (87. კაპუანო), ალმირონი, ლოდი - კასტრო, გომესი (90. პალიალუნგა), ბერგესიო (87. დუკარა).
გაფრთხილება: სესტუ, როდრიგესი - ლეგროტალიე, ალმირონი.
კუთხური: 3-12; ჯარიმა: 8-9; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 7-17(5-6); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 11 000

ტორინო-მილანი 2:4
გოლები: 1:0 სანტანა (28), 1:1 რობინიო (40), 1:2 ნოჩერინო (53), 1:3 პაცინი (61), 1:4 ელ შაარავი (76), 2:4 ბიანკი (80).
ტორინო (4-4-2): ჟილე - დარმიანი, დი ჩეზარე, ოგბონა, მაზიელო - ბაშა, გაცი, მეჯორინი (65. სანსონე), სანტანა (74. ვერდი) - ჩერჩი (46. ბირსა), ბიანკი.
მილანი (4-3-3): ამელია - აბატე, მექსე, იეპესი, დე შილიო - ემანუელსონი, დე იონგი (21. ამბროზინი), ნოჩერინო - რობინიო, ელ შაარავი (79. ფლამინი), პაცინი (81. ბოიანი).
გაფრთხილება: დარმიანი, გაცი - აბატე.
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 13-11; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 7-13(3-5); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 25 000

VideoSportall.Ge
ტორინო - მილანი 2:4


ინტერი-ნაპოლი 2:1
გოლები: 1:0 გუარინი (8), 2:0 მილიტო (39), 2:1 კავანი (54).
ინტერი (4-4-2): ჰანდანოვიჩი - ძანეტი, რანოკია, ჟუან ჟესუსი, ნაგატომო - პერეირა, გარგანო, კამბიასო, გუარინი - კასანო (60. პალასიო), მილიტო (75. კოუტინიო).
ნაპოლი (4-4-2): დე სანკტისი - მაჯო, გამბერინი (46. პანდევი), კანავარო, ბრიტოსი - ბერამი, ინლერი (58. ჯემაილი), ცუნიგა, ჰამშიკი (84. მესტო) - ინსინიე, კავანი.
გაფრთხილება: გარგანო - გამბერინი, ბერამი, პანდევი.
კუთხური: 4-9; ჯარიმა: 15-13; თამაშგარე: 5-3; კარში დარტყმა: 7-14(2-6); ბურთის ფლობა: 37%-63%.
მაყურებელი: 55 000

VideoSportall.Ge
ინტერი - ნაპოლი 2:1


10 დეკემბერი
სამპდორია-უდინეზე 22:00 სთ
ბოლონია-ლაციო 00:00 სთ

სატურნირო ცხრილი

გუნდი
1 იუვენტუსი 16 12 2 2 33-10 38
2 ინტერი 16 11 1 4 29-17 34
3 ნაპოლი 16 10 3 3 29-14 33
4 რომა 16 9 2 5 37-26 29
5 ფიორენტინა 16 8 5 3 29-18 29
6 ლაციო 15 9 2 4 23-17 29
7 მილანი 16 7 3 6 28-21 24
8 კატანია 16 6 4 6 22-24 22
9 ატალანტა 16 7 2 7 17-23 21
10 პარმა 16 5 5 6 19-22 20
11 უდინეზე 15 4 7 4 22-24 19
12 კიევო 16 5 3 8 19-27 18
13 სამპდორია 15 5 3 7 19-21 17
14 კალიარი 16 4 4 8 14-26 16
15 ტორინო 16 3 7 6 17-21 15
16 ბოლონია 15 4 2 9 17-20 14
17 პალერმო 16 3 5 8 14-23 14
18 პესკარა 16 4 2 10 12-30 14
19 ჯენოა 16 3 3 10 16-27 12
20 სიენა 16 4 5 7 15-20 11
შენიშვნა: სიენა -6 ქულა, ატალანტა -2, სამპდორია -1, ტორინო -1.

ბომბარდირები:
13 - ელ შაარავი (მილანი); 11 - კავანი (ნაპოლი); 9 - კლოზე (ლაციო); 8 - ლამელა (რომა), დი ნატალე (უდინეზე), ოსვალდო (რომა).

მომდევნო ტური
15 დეკემბერი
ფიორენტინა-სიენა, უდინეზე-პალერმო, ლაციო-ინტერი.

16 დეკემბერი
მილანი-პესკარა, პარმა-კალიარი, ჯენოა-ტორინო, იუვენტუსი-ატალანტა, კატანია-სამპდორია, კიევო-რომა, ნაპოლი-ბოლონია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4

T m f w b q

1. iuventusi 16 12 2 2 33-10 38

2. interi 16 11 1 4 29-17 34

3. napoli 16 10 3 3 29-14 33

4. roma 16 9 2 5 37-26 29

5. fiorentina 16 8 5 3 29-18 29

6. lacio 15 9 2 4 23-17 29

7. milani 16 7 3 6 28-21 24

8. katania 16 6 4 6 22-24 22

9. atalanta 16 7 2 7 17-23 21

10. parma 16 5 5 6 19-22 20

11. udineze 15 4 7 4 22-24 19

12. kievo 16 5 3 8 19-27 18

13. sampdoria 15 5 3 7 19-21 17

14. kaliari 16 4 4 8 14-26 16

15. torino 16 3 7 6 17-21 15

16. bolonia 15 4 2 9 17-20 14

17. palermo 16 3 5 8 14-23 14

18. peskara 16 4 2 10 12-30 14

19. jenoa 16 3 3 10 16-27 12

20. siena 16 4 5 7 15-20 11

SeniSvna: siena - 6 qula, atalanta - 2, sampdoria - 1, torino - 1.

bombardirebi:

13 - el Saaravi (milani); 11 - kavani (napoli); 9 - kloze (lacio); 8 - lamela (roma), di natale (udineze), osvaldo (roma).

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4

T m f w b q

1. iuventusi 16 12 2 2 33-10 38

2. interi 16 11 1 4 29-17 34

3. napoli 16 10 3 3 29-14 33

4. roma 16 9 2 5 37-26 29

5. fiorentina 16 8 5 3 29-18 29

6. lacio 15 9 2 4 23-17 29

7. milani 16 7 3 6 28-21 24

8. katania 16 6 4 6 22-24 22

9. atalanta 16 7 2 7 17-23 21

10. parma 16 5 5 6 19-22 20

11. udineze 15 4 7 4 22-24 19

12. kievo 16 5 3 8 19-27 18

13. sampdoria 15 5 3 7 19-21 17

14. kaliari 16 4 4 8 14-26 16

15. torino 16 3 7 6 17-21 15

16. bolonia 15 4 2 9 17-20 14

17. palermo 16 3 5 8 14-23 14

18. peskara 16 4 2 10 12-30 14

19. jenoa 16 3 3 10 16-27 12

20. siena 16 4 5 7 15-20 11

SeniSvna: siena - 6 qula, atalanta - 2, sampdoria - 1, torino - 1.

bombardirebi:

13 - el Saaravi (milani); 11 - kavani (napoli); 9 - kloze (lacio); 8 - lamela (roma), di natale (udineze), osvaldo (roma).

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული