"ჯენოა" ძლიერდება

AutoSharing Option
"ჯენოა" მიმდინარე სეზონში ძალიან ცუდად ასპარეზობს და დაქვეითების ერთ-ერთი რეალური კანდიდატია.

კლუბის მესვეურები სატრანსფერო ფანჯრის გამოყენებას აპირებენ, რომ გუნდი გააძლიერონ და როგორმე ელიტაში დატოვონ. ამ მიმართულებით უკვე გადადგეს ნაბიჯები და შედეგებსაც მიაღწიეს.

"გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, იანვრიდან გენუური გუნდის ღირსებას 29 წლის ანტონიო ფლორო ფლორესი და 32 წლის ფრანსელიმო მათუზალემი დაიცავენ. პირველი "უდინეზეს" საკუთრებაა და მასში გენუელები 3 მილიონ ევროს გადაიხდიან.

ცნობისთვის, ფლორო ფლორესი დეკემბრის ჩათვლით ესპანურ "გრანადაშია" განათხოვრებული. აქვე ვთქვათ, რომ 2011/2012 წლების სეზონში მას უკვე ნათამაშები აქვს "ჯენოაში".

რაც შეეხება მათუზალემს, ის "ლაციოს" ფეხბურთელია, თუმცა მიმდინარე სეზონში ერთხელაც არ უთამაშია - ბრაზილიელი "ჯენოაში" არენდით გადავა. მოკლედ, გენუურმა გუნდმა გაძლიერება აქედანვე დაიწყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული