კლუბის მესვეურები სატრანსფერო ფანჯრის გამოყენებას აპირებენ, რომ გუნდი გააძლიერონ და როგორმე ელიტაში დატოვონ. ამ მიმართულებით უკვე გადადგეს ნაბიჯები და შედეგებსაც მიაღწიეს.
"გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, იანვრიდან გენუური გუნდის ღირსებას 29 წლის ანტონიო ფლორო ფლორესი და 32 წლის ფრანსელიმო მათუზალემი დაიცავენ. პირველი "უდინეზეს" საკუთრებაა და მასში გენუელები 3 მილიონ ევროს გადაიხდიან.
ცნობისთვის, ფლორო ფლორესი დეკემბრის ჩათვლით ესპანურ "გრანადაშია" განათხოვრებული. აქვე ვთქვათ, რომ 2011/2012 წლების სეზონში მას უკვე ნათამაშები აქვს "ჯენოაში".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"