"იუვენტუსი" ალექსის სანჩესის იჯარით აყვანაზე ფიქრობს

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსი" იანვარში "ბარსელონას" ფორვარდის, ალექსის სანჩესის გადაბირების შესაძლებლობას განიხილავს.

იჯარა, სავარაუდოდ, სეზონის ბოლომდე იქნება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ჩილელმა ფეხბურთელმა "ბარსელონას" მაისურით 19 მატჩი ითამაშა.

სანჩესი "ბლაუგრანაში" 2011 წელს "უდინეზედან" გადავიდა. ესპანურმა კლუბმა ტრანსფერში 26 მილიონი ევრო გადაიხადა.

მომზადებულია La Gazetta dello Sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული