ალეშანდრე პატო ჯანზეა და წასვლა არ უნდა

AutoSharing Option
"მილანს" საუკეთესო დროება ნამდვილად არ უდგას, მაგრამ მიჯრით მოგებული შეხვედრებით მდგომარეობა შედარებით გამოისწორა.

სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილიდან ამოძვრა და ლიდერთა მარაქაში გაერია, რაც უკვე საქმეა.

თანაც, ეს ყველაფერი მასიმილიანო ალეგრისთან ერთად, ანუ მწვრთნელმა პოსტის შენარჩუნება მოახერხა.

სადამდე გაგრძელდება "როსონერის" პროგრესი და რას შეიძლება მიაღწიოს ალეგრის გუნდმა მიმდინარე სეზონში? - ამაზე თავისი მოსაზრება ჟურნალისტებს 28 წლის ფორვარდმა ჯამპაოლო პაცინიმ გაუზიარა:

"ბოლო მატჩებში მოპოვებულმა გამარჯვებებმა ოპტიმიზმით აგვავსო და დღეს ბევრად უფრო ნათელ ფერებში ვხედავ მომავალს.

გულშემატკივართა ნაწილი სულაც სკუდეტოზე ოცნებობს და ეს
უკვე კარგია, განსაკუთრებით იმ ფონზე, თუ როგორ დავიწყეთ სეზონი. ჩემპიონობაზე რა გითხრათ და სამეულში მოხვედრა კი ნამდვილად შეგვიძლია. რატომ გაგვიჭირდა სეზონის სტარტზე? - ეს ბუნებრივიცაა, რადგან გუნდი ერთბაშად არაერთმა ჩემპიონმა დატოვა.

მათ გარეშე "მილანი" წარმოუდგენელი იყო და ადაპტაციისთვის გარკვეული დრო დაგვჭირდა. მართალია, ლეგენდების წასვლა ჩემთვის ყველაზე იოლი გადასატანი იყო, რადგან "მილანში" მხოლოდ ზაფხულს გადმოვედი, მაგრამ თანაგუნდელებზე ამან დამთრგუნველად იმოქმედა.

ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდა და ყველაზე ცუდი უკან მოვიტოვეთ. მჯერა, პროგრესი გაგრძელდება".

ამასობაში ალეშანდრე პატო გამოჯანმრთელდა და მზადაა მოედანს დაუბრუნდეს - ამბობენ, რომ 23 წლის ბრაზილიელმა ფორვარდმა ზამთარში შეიძლება კლუბი გამოიცვალოს და ამ ყველაფერზე თავად გააკეთებს კომენტარს: "მთავარია, რომ სრულიად ჯანმრთელი ვარ და მოედანს უახლოეს შეხვედრაში დავუბრუნდები. დანარჩენი მეორეხარისხოვანია.

რაც შეეხება ჩემს სამომავლო გეგმებს, "მილანის" ფეხბურთელი ვარ და არსად წასვლის სურვილი არ მაქვს.

თუმცა კლუბის მესვეურთა პოზიცია ჩემთვის უცნობია და ვერ გამოვრიცხავ, რომ სარფიანი წინადადების შემთხვევაში, ჩემი გასხვისების საკითხი არ დადგეს დღის წესრიგში. ვნახოთ, ამას მომავალი გვიჩვენებს - პირადად მე, "როსონერიში" ყველაფერი მაკმაყოფილებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული